ტრაგედია ნუცა ბუზალაძის ოჯახში
1773490725
ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში ზოდიაქოს იმ ნიშნების შესახებ წერს, რომლებსაც მარტის ბოლოსთვის ბედი გაუღიმებთ.
„მარტის ბოლომდე იღბალი შესაძლოა შემოიჭრას ზოდიაქოს სამი ნიშნის ცხოვრებაში. თუ ბოლო დროს გეჩვენებოდათ, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო, იღბალი კი თითქოს გაქრა - სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. მარტის ბოლოს ენერგია შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის და ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ეს პერიოდი შესაძლოა ცვლილებების ნამდვილ სტარტად იქცეს. სწორედ მათთან შეიძლება მოვიდეს იღბალი ყველაზე სწრაფად.
მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი პირობა: ბედნიერება იქ მოდის, სადაც მისი მიღებისთვის მზად არიან.
ზოგჯერ დიდი ნახტომისთვის სულ ცოტაა საჭირო: შეწყვიტოთ საკუთარ თავში ეჭვის შეტანა; გამოიჩინოთ ინიციატივა;
გადადგათ პირველი ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ.
მარტის ბოლომდე მძლავრი იმპულსი შეიძლება მიიღონ: თევზებმა, მერწყულებმა, მორიელებმა.სწორედ ამ ნიშნებისთვის იხსნება შანსი, სწრაფად შეცვალონ სიტუაცია თავის სასარგებლოდ.“ - წერს თამუნა იოსელიანი.