ზოდიაქოს სამ ნიშანს წელს გამდიდრებას უწინასწარმეტყველებენ

ასტროლოგია

ასტროლოგებმა, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, ვინც წყლის ვეფხვის წელს შემოსავლის შესამჩნევ ზრდას უნდა ელოდოს. ასტროლოგების ვარაუდითვე, სწორედ ზაფხულიდან იწყება ხელსაყრელი პერიოდი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით კი, ამ სამი ნიშნის ქვეშ დაბადებულებს გაუმართლებთ:

ვერძი

ვერძისთვის, მწვერვალების დაპყრობის ძალიან კარგი შანსები არსებობს.

მატერიალური საკითხები საკმაოდ მარტივად მოგვარდება, მაგრამ ასტროლოგი გვირჩევს, გონივრული ეკონომია გამოვავლინოთ. შეეცადეთ, შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ფულის მიმართ და დაიწყოთ დაზოგვა. მართალია, წლის ნახევარი გასულია, მაგრამ ყველაფერი წინაა.

კურო

კუროსთვის, წლების განმავლობაში, დაგროვილი პოტენციალის გახსნის წელია. მათი სამყარო ფერფლიდან საბოლოოდ აღდგება და ისინი შეძლებენ, საკუთარი თავის შესახებ ხმამაღლა განაცხადონ.

წელი, ფინანსური თვალსაზრისით, ძალიან გულუხვი იქნება, მაგრამ საჭიროა, ცდუნებებს შეეწინააღმდეგოთ. სარგებელი კომპეტენტურად და გონივრულად უნდა განკარგოთ. კუროს აქვს ყველა შანსი, დაუმეგობრდეს ვეფხვს, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ. დაუშვებელია მტაცებლისადმი ზურგის შექცევა. კუროს მის პულსს მუდმივად უნდა გრძნობდეს. 

ქალწული

ქალწულებისთვის 2022 წელი ცვლილებებისთვის კარგი პერიოდია. ამ მხრივ,  განსაკუთრებით წარმატებული ზაფხულია. წელი გულუხვი იქნება ძვირად ღირებული საჩუქრებითა და შესყიდვებით, მოსალოდნელია დიდი შესყიდვები.

ამავდროულად, ვეფხვი  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად სიმტკიცეს მოითხოვს. ისინი საკუთარ თავში სუფთა ენერგიას იგრძნობენ, რომელიც სათანადოდ უნდა განაწილდეს. მთავარია, არ გაიხედოთ უკან.