პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
6 ივნისის ახალმთვარეობასთან დაკავშირებით, ასტროლოგი რამაზ გიგაური მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:
დღეს, 6 ივნისს, თბილისის დროით 16:38 საათზე ახალმთვარეობა ტყუპის ზოდიაქოს მე-17 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი უკავშირდება წინააღმდეგობას, მაგრამ წინსვლასა და განვითარებასაც. ეს მიანიშნებს, რომ ბევრი რთული მოვლენა, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, მოსალოდნელია უკანასკნელ წუთს სასიკეთოდ შემოტრიალდეს. ეს არის ხიფათისგან თავის დაღწევა, ასევე შორეული სივრცის ათვისება (მათ შორის უცხოეთთან და სწავლასთან დაკავშირებული საკითხების დალაგება).
ეს ახალმთვარეობა ასტროლოგიური თვალსაზრისით იძლევა გაორებას და მერყეობას, რომელიც მომავალს უკავშირდება. ბევრ ადამიანს უჩნდება იმის განცდა, რომ „მომავალს ვერ ხედავს“ და ამის გამო მელანქოლიური განწყობა ეუფლება. აქ მნიშვნელოვანია, რომ მიზანი და ვექტორი სწორედ იქნას განსაზღვრული და ადამიანი დაკავდეს ამ კონკრეტული ერთი მიმართულების განვითარებით. ამ დროს ყურადღება არ უნდა მიექცეს მეორეხარისხოვან საკითხებს და რაც მთავარია, არ უნდა გაჩნდეს ყველაფრის ერთდროულად კეთების სურვილი.
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა შეერთებაშია მე-12 ასტროლოგიურ სახლთან, რაც მიანიშნებს კრიზისებზე, სირთულეებზე, ფარულ ბრძოლებზე და სკანდალებზე (მათ შორის ფინანსებთან ან ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით). არ არის გამორიცხული გარკვეული საკითხები რაიმე ასპექტში „დაინგრეს“ (ამ სიტყვის როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით). ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელია კიდევ უფრო გაძლიერდეს ფარული მოქმედებების, შანტაჟის და რეპრესიების ალბათობა.
ზოგადად, 6-7 ივნისს არასასურველია ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ეს დღეები სასიკეთო იქნება ძველი საქმეების დასრულებისთვის და მომდევნო ერთთვიანი პერიოდის დაგეგმვისთვის.
ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება:
ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (განსაკუთრებით იმათთვის, ვინც 5-7 ივნისის შუალედშია დაბადებული);
სასწორებს და მერწყულებს შესაძლოა ეს ახალმთვარეობა სასიკეთოდ შემოუბრუნდეთ. მათ შეძლონ ინფორმაციასთან და ურთიერთობებთან დაკავშირებით სასიკეთო შედეგების მიღება.
მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ტყუპის, ქალწულის, მშვილდოსნის და თევზების ზოდიაქოს მე-16, მე-17 ან მე-18 გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვს განთავსებული (შესაძლებელია, მათ ცხოვრებაში გარკვეული წინაღობები შეიქმნას ამ ემოციურ გართულებას ჰქონდეს ადგილი).
ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნებისთვის ნეიტრალური იქნება.