ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც 2022 წლის სექტემბერში დიდი ცვლილებები ელოდებათ

ჰოროსკოპი

დადგა სექტემბერიც, როდესაც თანავარსკვლავედს ქალწული და პლანეტა მერკური აკონტროლებენ. გარდა მერკურისა, ამ თვეში კიდევ 5 პლანეტა იქნება რეტროგრადულ ფაზაში და ეს მოვლენა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგვიტანს. სექტემბერში მიმდინარე მოვლენებზე განსაკუთრებულ გავლენას მთვარე მოახდენს. 10 სექტემბერს თევზებში სავსე მთვარე იქნება ნეპტუნთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია არაცნობიერ და ფარულ ემოციებზე, ხოლო 25 სექტემბერს ახალი მთვარე იქნება სასწორში. სექტემბრის განმავლობაში ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანია, რომლებიც პლანეტების განსაკუთრებულ გავლენას განიცდიან - ქალწული, თევზები, ტყუპები, მშვილდოსანი, სასწორი, ვერძი. ასევე, ამავე თვის 9, 10, 11, 24, 25 და 26 რიცხვებში დაბადებულ ადამიანებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის სექტემბერში პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დრო იქნება. შესაძლოა, განქორწინება, ან კიდევ დაქორწინება გადაწყვიტოთ. ნუ იჩქარებთ, პლანეტა ნეპტუნმა შესაძლოა უფრო მგრძნობიარე და ემოციური გაგხადოთ და ამის გამო იმპულსურ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, იმღერეთ, იცეკვეთ, დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით და ყველა გამოწვევას წარმატებით დაძლევთ.

თევზები

სექტემბერი თევზების უმეტესობისთვის წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა, რადგან სავსე მთვარე სწორედ თქვენს ნიშანში იქნება. შესაძლოა, მოულოდნელად თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულოთ, ან რაიმე მიზეზით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. თუ ონლაინ სივრცეში პოპულარობას დიდი ხანია გეგმავთ, სექტემბერი შესანიშნავი თვეა, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. გარდა ამისა, ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს თვე ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლოა ორსულობის, გამოჯანმრთელების შესახებ გაიგოთ და სასიამოვნო ემოცია შეგექმნათ.

ტყუპები

ამ ნიშნისთვის სექტემბერი შეიძლება გარღვევის თვე იყოს, რადგან სავსე მთვარე თევზებში თქვენი კარიერისა და ცხოვრებისეული მიზნების სექტორში იქნება. პირველ რიგში, საბოლოოდ შეძლებთ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - შესაძლოა, დაიწყოთ ახალი კურსი, ტრენინგი, ალტერნატიული სამუშაო და ცოდნა გაიღრმავოთ. ასევე, შეგიძლიათ სტატუსები შეიცვალოთ - მაგალითად, გადაწყვიტოთ განქორწინება, დაქორწინება ან - პოზიციის შეცვლა. ახალი მთვარე სასწორში თქვენს მონათესავე ნიშანში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის დასაწყისი სასიყვარულო საკითხებში მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი იქნება.

მშვილდოსანი

სექტემბერი ტრადიციულად წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი დროა მშვილდოსნებისთვის, რადგან ეს თვე ამ ნიშნის თითოეული წარმომადგენლისთვის კარიერულ სექტორს და ცხოვრებისეულ მიზნებს ასახავს. საუბრების, შეხვედრებისა და შეთანხმებების უმეტესობა კონკრეტულად თქვენს პროფესიას დაეთმობა. არ გაგიკვირდეთ, თუ მოულოდნელად შეიცვლით სამუშაოს ან სამსახურში ახალი გუნდი გეყოლებათ. რაც შეეხება თევზებში სავსე მთვარეს, ის გადაწყვეტს, თუ სად იცხოვროთ. სავარაუდოდ, სახლის ყიდვა, გაყიდვა, გადაადგილება ან რემონტის დასრულება დაიგეგმება. ახალი მთვარე სასწორში საკმაოდ ინტენსიური იქნება - თქვენი პლანეტა იუპიტერი მზესა და მთვარესთან ოპოზიციაში იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარ საჭიროებებსა და საზოგადოებას შორის კომპრომისის პოვნა მოგიწევთ.

სასწორი

შემოდგომის პირველი თვე ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანია სასწორისთვისაც, რადგანაც თქვენს ნიშანში ახალი მთვარეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სექტემბერი არის რაღაც ახლის, მაგრამ შესაძლოა დიდი ხნის დავიწყებულის დრო. რეტროგრადული მერკურის გამო, რომელიც თქვენს ნიშანში იქნება, სავარაუდოდ, დაუბრუნდებით თმის ძველ ფერს ან ვარცხნილობას. გაჩნდება პირადი ნოსტალგია, რომელიც 10 სექტემბერს თევზებში სავსემთვარეობით დაიწყება და ჯანმრთელობის ან დასაქმების საკითხებთან იქნება დაკავშირებული. მაგალითად, მიხვდებით, რომ დროა შეცვალოთ კვებითი ჩვევები და იზრუნოთ საკუთარ თავზე, ისე, როგორც 10 წლის წინ. გარდა ამისა, შესაძლოა დაიწყოთ ძველი ფოტოების დათვალიერება და მოგინდეთ იმის დაბრუნება, რაც წლების წინ ბედნიერებას განიჭებდათ. 25 სექტემბერს ახალმა მთვარემ შესაძლოა პარტნიორთან ან სამსახურში გარკვეული დაპირისპირება მოგიტანოთ, ამიტომაც ნუ აჰყვებით ემოციებს და ლოგიკურად მსჯელობის უნარი გამოიყენეთ.

ვერძი

სექტემბერი, ისევე როგორც 2023 წლის მარტის ბოლომდე პერიოდი, არის დრო, როდესაც ყველა ვერძი კომუნიკაციის წარმოუდგენელ წყურვილს იგრძნობს. მარსი, თქვენი ნიშნის მბრძანებელი, მთელი სექტემბერი ტყუპებში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, მოემზადოთ მოგზაურობისთვის, ან აქტიურად დაუკავშირდეთ ნათესავებს. სავსე მთვარე თევზებში თქვენთვის მნიშვნელოვან ეტაპებს დაასრულებს - ნათლად დაინახავთ საკუთარ შიშებს, რომლებიც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით. შესაძლოა სწორედ ამ თვეში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები გაიგოთ, ახალი მთვარე სასწორში კი თქვენს ცხოვრებაში ახალ სასიყვარულო ურთიერთობას მოიტანს. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, ცვლილებები გელით სამსახურის კუთხითაც.

 

წყარო: ბომონდი