ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის ნოემბერი შედარებით რთული თვე იქნება

ასტროლოგიური პროგნოზი

 როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის შემოდგომის ბოლო თვე სარკეს ჰგავს - ის ასახავს ყველაფერს, რისი იგნორირებაც საკუთარ თავში ან ჩვენს ურთიერთობებში ვცადეთ. შესაძლოა, ნოემბრის განმავლობაში დაღლა, მოტივაციის დაკარგვა და დანებების სურვილი ხშირად იგრძნოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს გადატვირთვისა და ცვლილებების ეტაპის დასაწყისია.

ბევრი ადამიანი იგრძნობს, რომ უკვე დადგენილი წესები, მიდგომები აღარ მუშაობს და სიახლეების დროა. ნოემბერი ჩვენს მზაობასა და სიმტკიცეს ერთგვარ გამოცდას ჩაუტარებს: შეგვიძლია თუ არა გავუშვათ ის, რაც უკვე მოძველებულია და ვენდოთ იმას, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველია. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის და თევზებისთვის იქნება. მათ თვის განმავლობაში მოუწევთ, გარკვეულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ და სიახლეები დაგეგმონ:

კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ნოემბერი სიცხადისა და საკუთარი შესაძლებლობების შეფასების თვე იქნება. გულწრფელობის დროა... შესაძლოა, გულწრფელად აღიაროთ, რომ სხვა ადამიანების მოლოდინების დაკმაყოფილებით დაიღალეთ და თქვენც ისევე გსურთ ზრუნვა და მხარდაჭერა, როგორც ამ ემოციებს სხვების მიმართ გასცემთ. 

თვის პირველ ნახევარში შესაძლოა, ოჯახთან, სახლთან და პირად საზღვრებთან დაკავშირებული საკითხები გააქტიურდეს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და საუბრებს ვეღარ გადადებთ. გარდა ამისა, შინაგანი რესურსების აღდგენა გჭირდებათ. იმისათვის, რომ ენერგია შეინარჩუნოთ, განტვირთვაზე აუცილებლად იფიქრეთ.

თვის ბოლოსკენ შესაძლოა, ურთიერთობების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ. დროა, მოძველებულ კავშირებსა და შეხედულებებს საბოლოოდ დაემშვიდობოთ.

 ქალწული
ნოემბერში ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებმა შესაძლოა, იმედგაცრუება იგრძნონ იმის გამო, რომ ზოგიერთი რამ, რაც დაგეგმეს და დიდი ენთუზიაზმით ელოდნენ, არ გამართლდა. ეს წარუმატებლობის ნიშანი არ არის. ესაა იმის მაჩვენებელი, რომ ცოტახნით უნდა გაჩერდეთ და სტრატეგიას გადახედოთ.

მერკური სატურნთან რთულ ასპექტშია, რაც რამდენიმე საკითხზე დაგაფიქრებთ: ზედმეტად მომთხოვნი ხართ - საკუთარი თავის, ადამიანების, შედეგების მიმართ? ზოგჯერ იდეალიზმი ხაფანგად იქცევა და ცხოვრება ცოტა მეტ მოქნილობას ითხოვს...

შესაძლოა, კარიერასა და პირად ურთიერთობებში სირთულეები იგრძნოთ, მაგრამ ეს მოგცემთ შანსს, უფრო უკეთ გაიგოთ, რა გსურთ სინამდვილეში. შეიძლება, აღმოაჩინოთ, რომ ის ოცნება, რომელზეც ამდენს ფიქრობდით, საერთოდ აღარ გაინტერესებთ და დროა, ახალ გეგმებზე გადახვიდეთ...ვრცლად