ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

ასტროლოგია

კარმული გაწმენდა – ეს ისაა, რასაც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად გაივლის. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში საბედისწერო მომენტები. ეცადეთ, ყველაფერში არა პრობლემები, არამედ შესაძლებლობები დაინახოთ. ყველაზე ცუდი კარმაც კი არ ნიშნავს, რომ სატანჯველად ხართ განწირული. ბედნიერების მიღწევა ყველას შეუძლია.

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის რთული მომენტები, არცთუ წარმატებული პერიოდები. ხანდახან უსიამოვნებები ქვასავით აგორდება და უცებ, მოულოდნელად, თითქოს არსაიდან, ბედნიერება მოდის.

უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა სამყაროს კანონებით ცხოვრება. ეს კანონები კი ადამიანებმა უხსოვარი დროიდან იციან. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ბედმა დაგვიწერა, არამედ ისე, როგორც თავად გვსურს.

ვერძი

თუ ვერძის ნიშნით ხართ დაბადებული, წინა ცხოვრებებში, ან თუნდაც ბოლო ცხოვრებაში, დიდი ალბათობით, მარტოხელა ადამიანი იყავით, ასევე, საშინლად ზარმაცი, უპრინციპო და ხარბი. შესაძლოა, ვინმე ახლობელს უღალატეთ.

კურო

კუროს კარმა, პრაქტიკულად, სუფთაა. წარსულ ცხოვრებებში საშინლად არ გიმართლებდათ. ძირითადად, გასცემდით, მაგრამ არ იღებდით. ამიტომ ამ ცხოვრებაში ბევრ თქვენგანს აქვს უზარმაზარი სურვილი, იყოს ცნობილი, მდიდარი, ძალაუფლების მქონე ადამიანი.

ტყუპი

ტყუპები წარსულ ცხოვრებაში ძალზე ძალაუფლების მოყვარენი იყვნენ, რომლებმაც ვერ გაამართლეს მათზე დამოკიდებული ადამიანების იმედი. ასევე, შეიძლება საშინლად ჭორიკნები და მატყუარები იყვნენ.

კირჩხიბი

წარსულ ცხოვრებაში, დიდი ალბათობით, მარტოხელა იყავით. თქვენი კარმა, პრაქტიკულად, გაწმენდილია წინა ცხოვრებაში. შესაძლოა, ასევე იყავით ღარიბი და გქონდათ ძალზე სუსტი ჯანმრთელობა.

ლომი

ლომები კარმული მოვალეები არიან. თქვენ წინა ცხოვრებაში პირფერები იყავით და დახვეწილი მეთოდებით მუდამ ცდილობდით იმის მიღებას, რაც გინდოდათ. მაგრამ სიმდიდრისა და ძალაუფლების მიღების თითქმის ყველა მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.

ქალწული

საკმარისი კარმული ვალი გაქვთ, რადგან წინა ცხოვრებაში, შესაძლოა, ძალზე სასტიკი იყავით. შეგეძლოთ ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენება ადამიანებისთვის. ნახეთ სრულად