„უნდა თქვათ ეს სიტყვები...“ - როგორ გავატანოთ წყალს ნეგატიური ენერგიები?

მარილიანი წყალი

როგორ გავატანოთ წყალს ჩვენი ნეგატიური ენერგიები? მარტივ ტექნიკას ეზოტერიკოსი, ტაროლოგი ხატია ძნელაძე გვასწავლის.

„თუ გვსურს, წყალს ნეგატიური ასპექტები გავატანოთ -  ჭიქა ბოლომდე ავავსოთ, ჩავყაროთ 1 კოვზი მარილი, ამოვურიოთ ისე, რომ მღვრიე არ იყოს და ამ მარილიან წყალს უნდა ვუთხრათ ჩვენი სურვილები, რისი გატანებაც გვსურს. 

ვინც არ იცით, მარილი ენერგეტიკის ძალიან კარგი გამწმენდია.

უნდა თქვათ ეს სიტყვები: „ჩემგან მიდის ნეგატიური ასპექტები, არ ვიტოვებ ჩემში ამ ასპექტებს და მინდა, რომ ჩემს ენერგიებში შემოვუშვა დადებითი მუხტი და ვატან ყველაფერს ცუდ წყალს - შემოდის ჩემში დადებითი ენერგიები“.

შემდეგ ამ წყალს გადაასხამთ“, - ამბობს ეზოტერიკოსი.