„უნდა ჩაიფიქროთ მხოლოდ 1 სურვილი 9-ჯერ ყოველი გვირგვინის ფურცლის გაფერადებისას...“ - ფენ-შუის სპეციალისტი

ფენშუი

ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 21 დეკემბერი ჩასატარებელი აქტივაციის შესახებ წერს. მისი თქმით, ხვალიდან ყოველ დღე დღიურში უნდა ჩაწეროთ 9 დღის მანძილზე ყოველი დღის ამინდის მაქსიმალური ტემპერატურის ჩვენება და გააფერადოთ თითო ყვავილი.

„მეგობრებო ვდებ 9/9 -ის ანუ ,,მეიხუას " ყვავილის აქტივაციას. ამიტომ გთავაზობთ 21 დეკემბერს ჩასატარებელი აქტივაციის ფოტოებს. როგორ ტარდება აქტივაცია? ხვალიდან ყოველ დღე დღიურში უნდა ჩაწეროთ 9 დღის მანძილზე ყოველი დღის ამინდის მაქსიმალური ტემპერატურის ჩვენება და გააფერადოთ თითო ყვავილი. ( ერთი დღე ერთი ყვავილი).

ყველა ყვავილს აქვს 9 გვირგვინის ფურცელი და თითოეულის გაფერადებისას ჩაუთქვით მხოლოდ 1 სურვილი. ასე აგრძელებთ ცხრა დღის განმავლობაში. გაფერადების დასრულების შემდეგ, თქვენი გაფერადებული ფურცელი ჩასვით ჩარჩოში და დაკიდეთ თქვენს საძინებელში. P.S უნდა ჩაიფიქროთ მხოლოდ 1 სურვილი 9-ჯერ ყოველი გვირგვინის ფურცლის გაფერადებისას . სურვილი 9 დღე უნდა იყოს ერთი და იგივე. საათს როდის გააფერადებთ მნიშვნელობა არაა აქვს. ამობეჭდეთ და დაიწყეთ აქტივაცია ხვალიდან“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.