თუ სიძეს ან პატარძალს ბეჭედი დაუვარდება... - ნახეთ მინიშნებები, რომლებიც იღბლიან ქორწინებას უკავშირდება

ლაშა გურგენიძის ქორწილი

ქორწილთან დაკავშირებით ხალხში არაერთი რწმენა და მინიშნება არსებობს – არა მარტო საკუთრივ ცერემონიასთან, არამედ სიძე-პატარძალთან, მშობლებთან და სტუმრებთან დაკავშირებითაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ რწმენა-მინიშნებების ნაწილი შესაძლოა სხვა ხალხებიდან იყოს შემოსული და დამკვიდრებული ჩვენს ყოფაში.

საქორწინო ბეჭდები სიძე-პატარძლის გარდა სხვამ არ უნდა მოიზომოს ან გაიკეთოს;
პატარძალმა ჯვრისწერამდე სარკეში სრულად აღკაზმულმა არ უნდა ჩაიხედოს – ჩაცმულობიდან რამე დეტალი უნდა მოიშოროს და ისე შეაფასოს საკუთარი გარეგნობა;

ჯვარდაწერილებს შორის არც არავინ უნდა ჩადგეს და არც არავინ უნდა გაიაროს, თორემ ქორწინება დაირღვევა;

ახლად შეუღლებულებმა ერთი თეფშიდან არ უნდა ჭამონ, თორემ ოჯახში საჭმელზე გაჭირვება დაისადგურებს;

როცა სასიძო საცოლეს მშობლების ოჯახიდან გამოიყვანს, ისე უნდა გაარიდოს იქაურობას, რომ უკან არ მიიხედოს;

სიძე-პატარძალს გზადაგზა ვარდის ფურცლები ან ყვავილები უნდა დაუყაროთ, რომ ავი ძალები მოატყუოთ და მათთან ახლოს არ მიუშვათ;

თუ ქორწილის დღეს გაწვიმდა, კარგის ნიშანია – წვიმა შურსა და ავ თვალს ცუდს ჩამორეცხავს;
თუ მოთოვს – ოჯახი სიმდიდრეში იცხოვრებს;

თუ სიძეს ან პატარძალს ბეჭედი დაუვარდება, ქორწინება ხანმოკლე იქნება;
არ შეიძლება ქორწილში დანა-ჩანგლის ჩუქება – ჩხუბი და დავიდარაბა იცის… ნახეთ სრულად