1732386875
თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა
ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა მსოფლიოს მასშტაბით აკვირვებდა ხალხს საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით, მაგრამ ბევრმა არ იცის, ალბათ, რომ ვანგას ჰქონდა საკუთარი წესები, რომლებიც ფულისა და ბარაქის სახლში მოზიდვას უკავშირდება.
1. თუკი გსურთ, რომ სახლში ბარაქამ დაისადგუროს და ავი თვალისგან დაიცვათ ოჯახი, კარის ზღურბლზე ანწლის რტოებისგან გაკეთებული ჯვარი ჩამოკიდეთ.
2. დილით საწოლიდან ადგომისას არასოდეს ჩაიცვათ ჯერ ერთი ფეხსაცმელი და მერე მეორე. აუცილებელია ორივე მონახოთ და ჩაიცვათ ერთდროულად, თუკი გსურთ, რომ დღე წარმატებული იყოს.
3. სახლში ფულის მოსაზიდად შეინახეთ მონეტები და სხვადასხვა ქვეყნის ფულის კუპიურები. თუმცა, სასურველია, თუკი მონეტები ვერცხლისფერი იქნება.
4. თუკი გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი, ნათელი პერიოდი დაიწყოს, ახალმთვარეობას ავეჯი გადააადგილეთ სახლში.
5. არასოდეს დატოვოთ მაგიდაზე პურის ბოლომდე შეუჭმელი ნაჭრები, მით უმეტეს, არასოდეს გადაყაროთ ისინი. ასე თქვენი ცხოვრებიდან ბარაქა და ფული წავა. აჯობებს, ძველი პურით ჩიტებს გაუმასპინძლდეთ. განაგრძეთ კითხვა