„ტრავმულ-ავარიული ტენდენციები იმატებს...“ - ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.

როგორც  თავად ამბობს, პერიოდი საკმაოდ დაძაბულია, რადგან 31 რიცხვში გვაქვს ჰელოუინის ღამე, რა დროსაც შავი მაგიის ძალები იწყებენ ცირკულირებას.

გარდა ამისა, მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს, რის გამოც ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მივაქციოთ. „საკმაოდ მნიშვნელოვანი კვირაა. ხუთშაბათამდე დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, შემდეგ კი უარყოფით ენერგოველში. დაიცავით საიდუმლო, ზედმეტი არ გათქვათ. ჯერ ნაბიჯი გადადგით, მერე ისაუბრეთ.

გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა. ცვლილებებია მოსალოდნელი. გაიზომეთ წნევა და გაიარეთ მშვიდად პერიოდი. გაუფრთხილდით ფულს და ძვირფასეულობას. ქურდობის ალბათობა გვაქვს ამ კვირაში.

31 რიცხვის ღამეს გვაქვს ჰელოუინი, შავი მაგიის ღამე. საშინელი ნიღბებით და სისხლით გამოდიან შავი მაგიის ძალები, აურის დაბინძურების საფრთხე გვაქვს 21 ნოემბრამდე.

სიტუაციები იძაბება სამსახურში, ამიტომ კოლეგებთან და ზემდგომებთან მეტი ტაქტი და თავდაჭერა გამოიჩინეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შვილებს, მოხუცებს, მნიშვნელოვანია თანადგომა. გვაქვს პარასკევი და შაბათი, როცაა ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოში. ცდუნებები, მოტყუება, ტრავმულ-ავარიული ტენდენციები იმატებს. არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ ამ დღეს, ხელშეკრულება, პროექტები გადადეთ, რადგან არ იმუშავებს. აკონტროლეთ ემოციები, არ გამოავლინოთ წყენა, სამაგიეროს გადახდის სურვილი, ეჭვიანობა“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.