„თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხი...“ - სავსემთვარეობის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სავსემთვარეობა

ასტროლოგი ანა მზიანი სოციალურ ქსელში სავსემთვარეობასთან დაკავშირებით, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

ვერძი:

შეიძლება დაასრულოთ პროექტი, მეგობრობა კონკრეტულ ადამიანთან; გამოხვიდეთ ჯგუფიდან, რომელიც აღარაა საინტერესო. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ ონლაინსაქმიანობა ან მიიღოთ მოგება ინტერნეტმაღაზიიდან.

კურო:

სამსახურის თემებში უნდა მიიღოთ შედეგი. შეიძლება დაასრულოთ პროექტზე მუშაობა, გადაწყვიტოთ შვებულებაში გასვლა. ზოგიერთი შეიძენთ რაღაც მნიშვნელობას. სტატუსი შეიძლება შეგიცვალოთ დაქორწინებამ, შვილის დაბადებამ.

ტყუპი:

გაირკვევა უცხოეთთან დაკავშირებული საკითხი სწავლასთან დაკავშირებული ან ნათესავებთან. ზოგიერთი გამოაქვეყნებთ ლიტერატურულ ნაშრომს. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხი. შეიძლება მიიღოთ ამანათი უცხოეთიდან, რაც რეტროგრადული მერკურის გამო დაკარგული გეგონათ.

კირჩხიბი:

ფინანსებზე იქნება აქცენტი. შეიძლება მიიღოთ თანხა ადრე შესრულებული საქმისთვის, დაიბრუნოთ ვალი. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ დაზღვევის ფული, ალიმენტი, დახმარება სახელმწიფოსგან ან გამოგაცხადონ მემკვიდრედ.

ლომი:

რაღაც უნდა გაირკვეს პარტნიორულ ურთიერთობაში. შეიძლება დასრულდეს ხელშეკრულება, მეგობრობა კონკრეტულ ადამიანთან, კლიენტთან ან გააწეროთ ხელი მეუღლესთან. მიხვდეთ, რომ ადამიანი აღარაა თქვენეული. ან პირიქით, ამ ახალმთვარეობის შემდეგ გაასერიოზულოთ კავშირი.

ქალწული:

ზოგიერთი შეიძლება წამოხვიდეთ სამსახურიდან ან შეიცვალოთ პოზიცია. არაა გამორიცხული, რომ გაუშვათ დამხმარე ოჯახიდან; კოლეგა - სამსახურიდან. თუ მკურნალობდით, დაასრულებთ კურსს. ზოგი კი გადაწყვეტთ, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი პროცედურების ჩატარება, თუნდაც დიეტას.

სასწორი:

რაღაც შედეგი უნდა მიიღოთ თქვენი ჰობის, შემოქმედების სფეროში. თუ ფლირტი გქონდათ ან რომანტიკული ურთიერთობა, შეიძლება გაასერიოზულოთ ეს კავშირი. შვილები გაგახარებენ თავიანთი წარმატებით, მიღწევით.

მორიელი:

უნდა დაასრულოთ რემონტი სახლში, გადაიფორმოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საბუთები. შეიძლება ოჯახის წევრი წავიდეს სახლიდან ან ვიღაც დაბრუნდეს. შეყვარებულებმა შეიძლება გადაწყვიტოთ დაოჯახება.

მშვილდოსანი:

უნდა დაასრულოთ სწავლა ან აიღებთ სერტიფიკატს. ზოგიერთმა შეიძლება გაყიდოთ ავტომობილი. ზოგიერთი კი მიხვდებით, რომ ყველა მეგობარი არაა და ზოგიერთთან კავშირს შეამცირებთ ან წერტილს დაუსვამთ.

თხის რქა:

მიიღებთ თანხას, რაც უნდა გადაეხადათ თქვენთვის. შეიძლება დაიბრუნოთ ვალი. მიხვდებით, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება უფრო მეტი ღირს და შეიძლება მოითხოვოთ ხელფასის მომატება, გაზარდოთ მომსახურების საფასური.

მერწყული:

გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, ურთიერთობებს, ნივთებს და ივლისის ბოლოდან მოიცილეთ ყველა უსარგებლო. უნდა დაასრულოთ წარსული, უნდა მოიცილოთ წარსულის მძიმე ტვირთი. უნდა დაასრულოთ ის საქმეები, რაც 2026 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყეთ ან მიიღოთ შედეგი.

თევზები:

მიხვდებით, რომ ის შიშები, რაც აქამდე გქონდათ, სულ უსაფუძვლო ყოფილა. არ არსებობს საფრთხე, უბრალოდ, ნერვებს იყავით აყოლილი. ამ დღიდან მოიცილეთ ყველაფერი, რაც თქვენს უსიამოვნო წარსულს უკავშირდება.