„თქვენ ფავორიტები ხართ“ - TOP 5 იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ვალების გასტუმრების რიტუალი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს და ზოდიაქოს იღბლიან ნიშნებს ასახელებს.

„ვის ელის მილიონი 2026 წელს -  2026 წლის 30 ივლისამდე ცაზე უკვე გახსნილია „მილიონერის პორტალი“. 

ეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ:
გააფართოოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები;
გაააქტიუროთ სიუხვის ენერგია;
მოიზიდოთ ფული და ახალი შესაძლებლობები თქვენს ცხოვრებაში.
დაწერეთ კომენტარებში:
„მე ვარ ფულის მაგნიტი 2026 წელს“ 

ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად?

და რა უნდა გააკეთოთ ამ პერიოდში, რომ იღბლის ტალღა დაიჭიროთ?

დღეს გაგაცნობთ TOP 5 იღბლიან ზოდიაქოს ნიშანს:

ლომები  - თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ.
გამოაჩინეთ საკუთარი თავი და სამყარო ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.

ვერძები  - ფული და წარმატება შეიძლება მოვიდეს შემოქმედების, სიყვარულის, ბავშვებთან დაკავშირებული საქმეების ან ბიზნესის გზით. გამოავლინეთ თქვენი ნამდვილი „მე“.

ტყუპები  - ფული და იღბალი შეიძლება მოვიდეს ახლო გარემოცვის, სწავლის, ახალი ცოდნის ან მოგზაურობის საშუალებით. მეტი კომუნიკაცია და განვითარება მოგიტანთ შედეგს.

სასწორები  - ფინანსური შესაძლებლობები შეიძლება გაიხსნას მეგობრების, ნაცნობების და სოციალური ქსელების საშუალებით. იყავით აქტიური და მეტი იურთიერთეთ.

მშვილდოსნები - წარმატება შეიძლება მოვიდეს განათლების, უცხოეთის, ახალი მიმართულებებისა და მასშტაბური მიზნების გზით. იფიქრეთ ფართოდ და იმოქმედეთ თამამად.

გამოიყენეთ ეს პერიოდი საკუთარი მიზნების გასაძლიერებლად, ახალი გეგმების დასაწყებად და სიუხვის ენერგიასთან ჰარმონიაში შესასვლელად“, - წერს თამუნა იოსელიანი.