„თითოეული ნაბიჯის სწორად გათვლა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - კვირის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

რამაზ გიგაური

ნოემბრის პირველი კვირა საკმაოდ პრობლემური და წინააღმდეგობრივი იქნება. თუმცა ამავე პერიოდში მნიშვნელოვანი პასუხების მიღებაც გახდება შესაძლებელი. გაგრძელდება სამუშაოსთან, ფინანსებთან, ჯანმრთელობასა და ურთიერთობებთან დაკავშირებული ის რთული გადალაგებები, რომლებიც ჯერ კიდევ ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყო. მთავარ ამინდს მორიელის ნიშანში რეტროგრადული მერკურის პიკი შექმნის, რაც გარკვეულ შეფერხებებს და გაუგებრობებს დაუკავშირდება. თუმცა, სასწორში მყოფი რეტრო-ვენერა, რომელიც ახლა უკვე ჰარმონიაშია მარსთან, ურთიერთობების გაუმჯობესების კარგ შანსებზე მიუთითებს.

ზოგადი ფონი: ნოემბრის პირველი კვირა საკმაოდ პრობლემური და წინააღმდეგობრივი იქნება. თუმცა ამავე პერიოდში მნიშვნელოვანი პასუხების მიღებაც გახდება შესაძლებელი. გაგრძელდება სამუშაოსთან, ფინანსებთან, ჯანმრთელობასა და ურთიერთობებთან დაკავშირებული ის რთული გადალაგებები, რომლებიც ჯერ კიდევ ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყო. მთავარ ამინდს მორიელის ნიშანში რეტროგრადული მერკურის პიკი შექმნის, რაც გარკვეულ შეფერხებებს და გაუგებრობებს დაუკავშირდება. თუმცა, სასწორში მყოფი რეტრო-ვენერა, რომელიც ახლა უკვე ჰარმონიაშია მარსთან, ურთიერთობების გაუმჯობესების კარგ შანსებზე მიუთითებს.

კვირის მთავარი მოვლენები:

რეტრო-მერკურის პიკი და ინფორმაციული გარღვევა (3-5 ნოემბერი): 4 ნოემბერს რეტრო-მერკურის პიკია, რაც კომუნიკაციებში, მგზავრობებსა და ფინანსურ გადაწყვეტილებებში ქაოსს შექმნის. თუმცა 3-5 ნოემბერს მერკურისა და მზის შეერთება უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას მოიტანს. ეს არის გადაწყობებისა და რევიზიების პიკი, ასევე თანამდებობის პირების გადადგომების, ვალდებულებებისგან გათავისუფლებებისა და მნიშვნელოვანი აღმოჩენების დრო. ეს შეიძლება შევადაროთ საინფორმაციო ჰაბის მაქსიმალური დატვირთვით მუშაობას. მნიშვნელოვანი ამბები ერთიმეორეს შეცვლის.

ურთიერთობების აღდგენა: სასწორის ნიშანში რეტრო-ვენერა დადებითად მოქმედებს ურთიერთობებზე. შესაძლებელია ძველი კავშირების აღდგენა, პირად თუ საქმიან ურთიერთობებში ფასეულობათა გადახედვა და კავშირების გაჯანსაღება-გაუმჯობესება. შეიძლება გაჩნდეს ძვირადღირებული შენაძენების სურვილიც (თუმცა მათი განხორციელება უფრო თვის ბოლოსკენ აჯობებს).

აუცილებლად გაითვალისწინეთ „უკურსო მთვარის“ პერიოდები: ამ შუალედებში დაწყებული საქმეები ხშირად უშედეგოდ სრულდება.

2 ნოემბრის 06:41-დან 23:54-მდე;

3 ნოემბრის 19:08-დან 5 ნოემბრის 02:54-მდე;

6 ნოემბრის 14:22-დან 7 ნოემბრის 06:52-მდე;

7 ნოემბრის 22:56-დან 9 ნოემბრის 12:10-მდე.

სტრატეგია: მოერიდეთ სერიოზულ ფინანსურ რისკებს, მსხვილ ხარჯებს და ძვირადღირებული ტექნიკის შეძენას. ეს პერიოდი გამოიყენეთ ძველი პრობლემების გასაანალიზებლად და იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ოქტომბრის ბოლოს შექმნილი კრიზისების მთავარი გასაღები გახდება. იმოქმედეთ სტრატეგიულად და მომავალი ნაბიჯები კარგად გათვალეთ.

2 ნოემბერი, ორშაბათი: ემოციური დაძაბულობა და ამბიციები

მთვარე: ლომის ნიშანშია.

ყურადღება: მთვარე უკურსოა 06:41-დან 23:54-მდე. დღე იწყება მთვარისა და რეტრო-მერკურის დაძაბული კვადრატით, რაც კომუნიკაციაში პრობლემებსა და გაუგებრობებს იწვევს. შუადღისას მთვარე მარსს უერთდება, რაც საგრძნობლად ზრდის ენერგიას, თუმცა ასევე აჩენს აგრესიისა და სიჩქარის რისკსაც. მოთმინებისა და დისციპლინის გამოჩენით შესაძლებელი გახდება გადადებული პროექტების ბოლომდე მიყვანა. გვიან საღამოს მთვარისა და იუპიტერის შეერთება ამბიციებსა და ოპტიმიზმს მოიტანს.

რეკომენდებულია: შემოქმედებითი ენერგიის გამოყენება, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, ლიდერული თვისებების გამოვლენა.

თავი შეიკავეთ: კამათისგან, ძალისმიერი მეთოდებით საქმის გარკვევისგან, მანქანის მართვისას სიჩქარის გადაჭარბებისგან და ეგოიზმის გამოვლენისგან.

3 ნოემბერი, სამშაბათი: მოულოდნელი დაბრკოლებები

მთვარე: ლომიდან გადადის ქალწულში (12:27).

ყურადღება: მთვარე უკურსოა 19:08-დან (გრძელდება 5 ნოემბრის 02:54-მდე). დღის პირველი ნახევარი სასიკეთოა. შუადღიდან, როცა მთვარე ქალწულში გადავა, ყურადღება დეტალებისკენ იქნება მიმართული. მოიმატებს კრიტიკულობა. საღამოსკენ მთვარე ურანს უპირისპირდება, რაც მოულოდნელობებს, ნერვულ დაძაბულობასა და გეგმების უეცარ ცვლილებას მოიტანს. ღამით მთვარის და რეტრო-ვენერას ჰარმონიული კავშირი სასიამოვნო ფონს ქმნის. დაძაბული დღე დამშვიდდება და წინაღობების გადალახვის გზები გამოჩნდება.

რეკომენდებულია: რუტინული საქმეების ნელა და დაკვირვებით კეთება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სახლისა და სამუშაო სივრცის დასუფთავება.

თავი შეიკავეთ: სიჩქარისგან, მოულოდნელი და სპონტანური გადაწყვეტილებებისგან, ტექნიკასთან უყურადღებოდ მოპყრობისგან და სხვების კრიტიკისგან. რთულ სიტუაციებში არ აჰყვეთ ემოციებს.

4 ნოემბერი, ოთხშაბათი: ინფორმაციული პიკი და მნიშვნელოვანი აღმოჩენები

მთვარე: ქალწულში.

ყურადღება: მთვარე უკურსოა 10:56-დან. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დილის საათებში ის ჰარმონიულ სექსტილებს ქმნის მზესთან და მერკურისთან. ამას ემატება მზისა და რეტრო-მერკურის ზუსტი შეერთება. შესაძლებელია მიიღოთ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, იპოვოთ ძველი პრობლემების გასაღები ან გაიგოთ მნიშვნელოვანი სიახლე. 10:56-ის შემდეგ (უკურსო პერიოდში) კი რეტრო-ვენერასა და იუპიტერის ჰარმონიული კავშირი ფინანსური და სოციალური გადაწყობებისთვის კარგ ფონს ქმნის, თუმცა არასასურველია შეთანხმებები და ხელშეკრულების გაფორმება.

რეკომენდებულია: მნიშვნელოვანი საქმეების დილით (11:00 საათამდე) მოგვარება, მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ძველი საბუთების მოწესრიგება, დაშვებული შეცდომების გამოსწორება. დილა მაქსიმალურად გამოიყენეთ.

თავი შეიკავეთ: შუადღიდან ახალი საქმეების დაწყებისგან, ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისგან (რეტრო-მერკურის პიკია), მსხვილი ფინანსური ხარჯებისგან და ინფორმაციის გადაუმოწმებლად ნდობისგან.

✕