1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ვერძის ნიშანში ორი ახალი მთვარე იქნება: ერთი 21 მარტს, ხოლო მეორე 20 აპრილს. ეს ნიშნავს, რომ სამყარო შესაძლებლობების კარებს ორჯერ გააღებს, რადგან ასტროლოგიაში ვერძის ნიშანი ყველაფრის ნულიდან დაწყებასთან, განახლებასთან, შემართებასთან და მოტივაციასთან ასოცირდება.
ასტროლოგების თქმით, 21 მარტს ადამიანები საოცარ ენერგიას იგრძნობენ და მზად იქნებიან, ყველაფერი ნულიდან დაიწყონ, მთლიანად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, გადახედონ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს და ზუსტად მიხვდნენ, რა სჭირდებათ სამომავლოდ.
ხოლო, 20 აპრილს ახალი მთვარე ვერძის ნიშანში დაბნელების პერიოდს დაემთხვევა და ადამიანები ამ დროს განსაკუთრებულ ემოციურობას იგრძნობენ. ამ დღეს ძალიან ძლიერი ენერგია იქნება, რომელიც გიბიძგებთ, რაღაც ახალი დაიწყოთ.
21 მარტს ვერძის ნიშანში ახალი მთვარე ტყუპების ნიშნიდან გადავა, სადაც 2022 წლის აგვისტოდან იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, კომუნიკაცია შეფერხებული იყო და ადამიანებს ერთმანეთის იმაზე ცუდად ესმოდათ, ვიდრე იქამდე. უწევდათ მოულოდნელ გადაწყვეტილებებთან, დაუგეგმავ გადაადგილებასთან გამკლავება. 21 მარტიდან კი ეს ყველაფერი დასტაბილურდება და ვერძის ნიშანი მოგცემთ შესაძლებლობას, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ.
20 აპრილის ახალი მთვარე კი ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ.