ანაკლიაში ზღვაში ახალგაზრდა კაცი წყალში დაიხრჩო
1753547682
2027 წლის 2 აგვისტოს პლანეტაზე XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ასტრონომიული ფენომენი - მზის სრულ დაბნელება მოხდება, რომელიც 6 წუთსა და 22 წამამდე გაგრძელდება. ეს ხმელეთზე 2009 წლიდან 2114 წლამდე ყველაზე ხანგრძლივი დაბნელებაა. მოვლენამ უკვე მიიღო არაოფიციალური სახელი - „ჩრდილოეთ აფრიკის დიდი დაბნელება“, წერს Dailygalaxy .
დაბნელება სამხრეთ ევროპიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან იქნება ხილული, საუკეთესო ხედვის პირობები კი ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში იქნება, სადაც დამკვირვებლები დაბნელების ყველაზე ხანგრძლივ ხილვას იხილავენ.
დაბნელების მარშრუტი: სად და როდის უნდა უყუროთ
დაბნელება დაიწყება ჩრდილო ატლანტიკაში, შემდეგ გაივლის სამხრეთ ესპანეთს, გიბრალტარს, მაროკოს, ალჟირს, ტუნისს, ლიბიას, ეგვიპტეს, საუდის არაბეთს და იემენს და დასრულდება ინდოეთის ოკეანეში. საერთო ჯამში, ამ მოვლენას დაახლოებით 89 მილიონი ადამიანი იხილავს.