„სასურველია, დღეს არ ჩავიცვათ შავი ფერის სამოსი“ – ასტროლოგის გაფრთხილება

მზის დაბნელება

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში 29 მარტის მზის დაბნელების შესახებ წერს და გვირჩევს, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დღეს, რომ კონკრეტულმა მოვლენამ ჩვენზე დადებითად იმოქმედოს. 

„მარტის დაბნელება – ახალი გზების გახსნა.
29 მარტი, მზის დაბნელება (ვერძის მე9 გრადუსზეა ახალმთვარეობა). 12:50– დან - 16: 45 საათამდე.
ზოგადად დაბნელებას ყოველთვის განსაკუთრებული ენერგია მოაქვს– ეს არის დრო, როდესაც კოსმოსი გვაძლევს შესაძლებლობას, გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახოთ სუსტი წერტილები და გავაანალიზოთ, რა უნდა შევცვალოთ.

დაბნელების გავლენა ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადი თემები, რომელთა გააქტიურებაც ამ პერიოდში მოსალოდნელია, შემდეგი ძვრები:

ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
ძველი კარმული კავშირების დახურვა;
ფინანსური შესაძლებლობების გადაფასება;
შინაგანი ტრანსფორმაცია და ახალი მიმართულებების აღმოჩენა.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ემოციები და წარსული გამოცდილება. დაბნელება წამოწევს ყველაფერს, რასაც გულში ვმალავდით – შესაძლოა, ძველი წყენები, დაუმთავრებელი ამბები, დაუსრულებელი კონფლიქტები ამოტივტივდეს. ეს იმისთვის ხდება, რომ საბოლოოდ გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან გასაშვები თემები, თუმცა ამავე დროს საშუალება გვაქვს კორექცია მოვახდინოთ იმ სიტუაციების, რომელიც წინა პერიოდში ჩავხურეთ.

ენერგიის სწორად მართვა. ამ დროს სხეული განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება, ამიტომ სწორი კვება, ძილი და დასვენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ინტუიცია და ემოციური გამოვლინება მძაფრდება. ხშირად დაბნელების პერიოდში ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან მინიშნებებს – კარგია დღიურის წარმოება ან მედიტაცია, რომ უკეთ გაიგო, რა გზას გიჩვენებს, და რა მინიშნებებს გაძლევს სამყარო.

პრაქტიკა დაბნელების პერიოდში.
სასურველია ამ დღეს არ ჩავიცვათ შავი ფერის სამოსი.

ჩაატარე "გაცილების რიტუალი" – დაწერე ფურცელზე ყველაფერი, რისი გაშვებაც გინდა შენი ცხოვრებიდან (მიუღებელი სიტუაციები, ტოქსიკური ადამიანები, შიშები და ბლოკები). შემდეგ ეს ფურცელი დაწვი ან გაანადგურე და წარმოიდგინე, როგორ ქრება ეს ყველაფერი შენი ცხოვრებიდან.

ახალი გზის გახსნა– დაწერე, რას ისურვებდი ახალ ეტაპზე, რა გინდა, რომ გაჩნდეს შენს ცხოვრებაში. დააფიქსირე ეს სურვილები და კარგი იქნება თუ კონკრეტულ ვადებს მიუთითებ.

დაბნელება ძლიერი გარდაქმნის დროა! გამოიყენე ეს შესაძლებლობა, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო“, – წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი.