„როცა ცუდად ხარ - დაიწყე იატაკის ხელით ხეხვა, ხელთათმანების გარეშე...“ - რჩევები ეზოტერიკოსისგან

იატაკის ხეხვა

როცა გგონია შფოთვასა და ქაოსში იხლიჩება ყველაფერი, დაჯექი იატაკზე, შეეხე მიწას, გონება ჩამოიყვანე სხეულში და მოიცლის სამყარო შენი ნაბიჯებისთვის. სხეული გიშველის მაშინ, როცა ტვინი ჯერ ვერ მიანიშნებს გამოსავალს. აღნიშნულ რეკომენდაციას ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი „ფეისბუკზე“ გვიზიარებს:„როცა ცუდად ხარ - დაიწყე იატაკის ხელით ხეხვა, ხელთათმანების გარეშე...“ - მიწაზე დაბრუნების პრაქტიკები

„როცა ცუდად ხარ - დაიწყე იატაკის ხელით ხეხვა. ხელთათმანების გარეშე.

ბებია ამბობდა:

«ტვინი უნდა ჩამოიყვანო სხეულში». შენ გრძნობ ჭუჭყს, ძალისხმევას, სიმძიმეს, სიცივეს - და საკუთარ თავს კონტროლს უბრუნებ.

ეს სისუფთავეზე არ არის, ეს დამიწებაზეა. სანამ მხოლოდ თავში ხარ - შფოთვაში ხარ. ხოლო როცა ჩვრით ხელში ხარ - მომენტში ხარ.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ - გამოიძინე სამი ღამე. არა ერთი. სამი.

რადგან პირველ დღე-ღამეში შენს ქმედებას ემოცია მართავს, მეორეში - შიში, და მხოლოდ მესამეზე იწყებს ფიქრს გონება. და მართლა - რამდენჯერ გინანია, რომ იჩქარე? და რამდენჯერ გინანია, რომ დაელოდე? აი სწორედ. სიბრძნე მოქმედებაში.

თუ ვერ იღვიძებ - გადაივლე ფეხებზე ცივი წყალი. არა შხაპი, არა ყინულოვან წყალში ჩაყვინთა, არამედ სწორედ ფეხებზე. ის ამბობდა: «შენ მიწას ჩართავ» და მართლა - სხეული იღვიძებს, ტვინი რეალობას ეჭიდება, ქრება მოთენთილობა.

როცა არაფერი გშველის - დაიწყე ტაფაზე რაღაცის შეწვა. ნებისმიერი საჭმელი. თუნდაც ჭამა არ გინდოდეს. ხმა, სუნი, სითბო - ეს ტვინისთვის უსაფრთხოების სიგნალია. თითქოს «თუ მე ვამზადებ ნიშნავს რომ, ცოცხალი ვარ». გამოცდილია: საკუთარ თავთან დაბრუნებას მედიტაციაზე უკეთ ახერხებს. განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა ყველაფერი იშლება.

თუ ყველაფერი გაღიზიანებს - გადი გარეთ და იარე, სანამ არ დაიღლები. ტელეფონის გარეშე, მიზნის გარეშე, უბრალოდ წინ. პრობლემებს არ გაექცე, გაასეირნე ისინი,გაასეირნე შენი პრობლემები.

ბებია ამბობდა: «ბრაზი - ეს ძალაა, რომელიც უნდა დაწვა და არა ჩაახშო». და რაც უფრო სწრაფად გაივლი მას - მით უფრო სწრაფად წავა,ზიანის გარეშე, სიტყვების გარეშე,აფეთქებების გარეშე,

აი ასე გვარჩენს უფროსი თაობის სიბრძნე.