„ასე შეგვაშინა...“ - როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ჰყვება დანტესი
1771014875
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მშვიდობისკენ იძულების რეალური ძალა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შესწევს. გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში მან ღიად ისაუბრა იმ მოლოდინებსა და იმედგაცრუებებზე, რაც ვაშინგტონის ამჟამინდელ პოლიტიკას უკავშირდება.
ზელენსკის თქმით, დღეს უკრაინა ევროპის ერთადერთი დამცველია, ევროპა კი - ქვეყნის მთავარი ფინანსური დონორი. თუმცა, მისივე მტკიცებით, პუტინის აგრესიის საბოლოო წერტილის დასმა მხოლოდ აშშ-ს შეუძლია.
პრეზიდენტი შიშობს, რომ თეთრი სახლი მოვლენებს არასწორი რაკურსით უყურებს. მისი თქმით, ვაშინგტონიდან სულ უფრო ხშირად მოდის სიგნალები იმის შესახებ, რომ დათმობებზე უკრაინა უნდა წავიდეს და არა რუსეთი.
„რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ისინი უფრო მეტ სიგნალს იძლევიან იმის შესახებ, რომ კომპრომისებზე უკრაინა უნდა წავიდეს და არა რუსეთი. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი პოზიცია. რა თქმა უნდა, ასე უფრო მარტივია“, - დასძინა მან.