როგორ მოვიქცეთ, თუ სასაფლაოზე ძვირადღირებული ნივთი ვიპოვეთ - ეზოტერიკოსის ახსნა

სასაფლაო

მიცვალებულთა ხსენების დღეს ბევრი ადამიანი სასაფლაოზე წასვლის ტრადიციას იცავს. არავინ გიკრძალავთ, რომ სასაფლაოზე გარდაცვლილი ნათესავები სხვა დღეებშიც მოინახულოთ. მარადიული განსასვენებელი ადამიანზე ნეგატიურად მოქმედებს.

ეზოტერიკოსების განმარტებით, ამ ადგილის მონახულება ყოველთვის ძალას გვართმევს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ცოცხალთა სამყაროში უსიამოვნებები არ შეიტანოთ.

სასაფლაოდან გასვლისას უკან მოხედვა არ შეიძლება. მაშინაც კი, თუ ვინმე გეძახით. უბრალოდ გაჩერდით და მის მოახლოებას დაელოდეთ.

ეს აიხსნება იმით, რომ გასასვლელში ბევრი მოუსვენარი სულია, რომელთაც ცოცხალთა სამყაროში დაბრუნება სურთ. მათ გასვლა მხოლოდ ადამიანის მოწვევით შეუძლიათ. თავის უკან მობრუნება მათთვის მოწვევას ნიშნავს.

სასაფლაოზე მიწა მის მკვიდრებთან ერთად იმქვეყნად გადადის. ის მთელ ნეგატივს შთანთქავს. იქ მიწიდან რაიმეს აღება არ ღირს. ეს მესამე წესია, რომელიც ადამიანთა სულების მარადიულ განსასვენებელს ეხება. მაშინაც კი, თუ ძალიან ძვირფასი ნივთია,  არ აიღოთ.

ჯადოქრები სასაფლაოზე ხშირად ტოვებენ ძვირადღირებულ მიმზიდველ ნივთებს, რომელიც დაწყევლილია. ასეთი ნივთის აღებით საკუთარ თავს და ახლობლებს უბედურებას მოუტანთ.