თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1772220815
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიას ესტუმრა და 89:71 გაიმარჯვა.
ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი გადის. საწყის ორ მატჩში განცდილი ორი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, პირველ რიგში დანიის გადასწრება სჭირდება.
ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს ისევ დანიასთან, 2 მარტს თბილისში გამართავს. შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.