ვრცელდება კადრები, თუ როგორ ესროლა ამერიკელმა სამართალდამცველმა თავში ქალს, რომელიც ადგილზე დაიღუპა
1767869280
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს. ამჯერად ხელოვნურ
ინტელექტზე პოსტს აქვეყნებს:
„ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მხვდება (ჩემს სფეროშიც და არამხოლოდ) ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტები.
თავიდან ვერ ვარჩევდი. ახლა უკვე ძალიან მარტივად ვხვდები, რომ ადამიანის დაწერილი არაა. უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა აქა-იქ ჩასწორებულია ავტორის მიერ, რამოდენიმე სიტყვა ჩამატებული ან რაღაც შეცვლილი ფრაზაში...
ხელოვნური ინტელექტი ჯერ ისეთი სრულყოფილი არაა, თუმცა იხვეწება; სულ უფრო და უფრო და შესაძლოა მალე ბევრი პროფესია ჩაანაცვლოს კიდეც.
კარგია ეს თუ ცუდი? - გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ
ერთი რამ ფაქტია, მას ადამიანები ქმნიან, საკუთარი ადამიანური ინტელექტის გამოყენებით. და ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ეს არის მხოლოდ გენერირებული ინფორმაციის ნაჯერი. ანუ ის, რაც ისედაც არსებობდა. უბრალოდ მობილიზირებულად ფუკუსირებული დროის მოკლე ვადაში. თანაც ხელმისაწვდომი, და თითქმის უფასო. განსხვავებით სხვადასხვა სპეციალისტების ანაზღაურებადი შრომისაგან და ''კორიდორში'' რიგებისაგან...
მაგრამ რაც ხელოვნურ ინტელექტს ვერასდროს ექნება, ესაა შემოქმედებითი ნაპერწკალი!
კი, ის ხატავს, წერს, მუსიკას გენერირებს, ვიდეოკლიპებს ამზადებს. მაგრამ ყველა მათგანს აკლია ის, რასაც ადამიანური შემოქმედებითი მუხტი, აღმოჩენის სიხარული, ღვთიური ნაპერწკლის არსებობა ჰქვია.
ამიტომ ალბათ დაიკარგება ისეთი პროფესიები, სადაც მხოლოდ ფაქტების, ან ნებისმიერი არსებული რამის გენერირებაა საჭირო. გახსენება, და ჩამოწერა, დაანგარიშება და დაჯამება, შეფასების მიცემა და სწავლება...
მაგრამ რასაც საკუთარისა და ახლის შექმნა სჭირდება, იმას ხელოვნური ინტელექტი ვერ გაქაჩავს.
მოაზროვნე, შემოქმედებით ადამიანს ჯერ კიდევ დიდი ხანი არაფერი გაუჭირდება“,- წერს ხათუნა ნოელი.