„რატომ არ უნდა აჩუქოთ პირსახოცი არავის...“ - ეზოთერიკოსის ახსნა და ხალხური ცრურწმენა

პირსახოცი

თაკო მელიქიშვილი, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებსა და ვიდეომიმართვებს ასტროლოგიურ თემებზე და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ პირსახოცის ჩუქება არ შეიძლება:

„რატომ არ უნდა აჩუქოთ პირსახოცი ადამიანს? ძველი დროიდან მახსოვს და ალბათ თქვენც იცით, რომ ეს ცუდად შეიძლება აისახოს ადამიანზე, პრობლემები შეექმნას, მათ შორის ჯანმრთელობის მხრივ. ამიტომ პირსახოცი არ უნდა აჩუქოთ არავის. თუ ვინმე გაჩუქებთ, აუცილებლად უნდა გადაიხადოთ გარკვეული თანხა და წარმოთქვათ სიტყვები – „გადახდილია!“ - ამბობს თაკო მელიქიშვილი.