რა გველოდება 2023 წელს და რის შესახებ გვაფრთხილებს ასტროლოგი

ასტროლოგია

  აღმოსავლური კალენდრით წყლის სტიქიის, შავი კურდღლის წელია, რომელიც გაცილებით მშვიდი და სტაბილური უნდა იყოს, ვიდრე მისი წინამორბედი. ეს წელი სიკეთეს მოიტანს, რომანტიზმს, ოჯახურ ბედნიერებას, პირად ცხოვრებაში სიახლეებს. თუ ჯერ კიდევ მარტო ხარ აუცილებლად იპოვი შენს მეწყვილეს!
კურდღელი ძალიან სწრაფია და კარგი ადაპტირების უნარი აქვს, ამიტომ, იმოქმედეთ გარისკეთ, ერთი „ნახტომით“ შესაძლოა, აღმოჩნდეთ იქ, სადაც მთელი ცხოვრება გინდოდათ, რომ ყოფილიყავით. მთავარია იყოთ გაბედული!
  2+0+2+3=7
"რიცხვი შვიდი (7) ბედისწერაზე გამარჯვების, ტრიუმფის სიმბოლოა.
მისი ატრიბუტებია – რისკი, საშიშროება, ბრძოლა, გამოცდა;
იგი განვითარებაში საკუთარი ინტერესების დაცვას ემსახურება;
გრძნობებში – ოცნებებს, სინამდვილიდან გაქცევას ასახავს;
ჭკუასა და ინტელექტში – სიცრუე და ეშმაკობაა;
მიწაზე – მოთმინების გამოცდაა. (მალხაზ გველუკაშვილის სტატიიდან „რიცხვთა ძალა"
 ციფრი შვიდი, პლანეტარულად შეესაბამება ნეპტუნს. ის ორსახოვანი პლანეტაა, ამძაფრებს ინტუიციას, ფანტაზის, შემოქმედებითი, კრეატიული ადამიანებისთვის და სულიერი მაძიებლებისთვის საკმაოდ დადებითად შეიძლება აისახოს, თუმცა მისი მეორე მხარეა: ილუზიები, ტყუილები, თვითმოტყუება, ბუნდოვანება და ქაოსი. ამიტომ აუცილებელია იყო მეტად რაციონალური.
  რაც შეეხება ზოგად ასტროლოგიურ ტენდენციებს,
 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა სატურნის გადასვლა თევზების ზოდიაქოს ნიშანში, (2023 წლის 7 მარტს), დაახლოებით 3 წელი გასტანს ამ ნიშანში.
თევზები მე12 ზოდიაქოს ნიშანია, ის კრავს ყველა წინამორბედს და აერთიანებს დიდ კარმულ ციკლში, ამიტომ ეს პერიოდი ბევრი ადამიანისთვის იქნება ერთგვარი გადაწყობისა და ტრანსფორმაციის მომტანი, ძირითადად მენტალურ დონეზე.
 ძირითადი ძვრები და რყევები ქალწულ-თევზების ღერძზე იღებს ორიენტირს, ამიტომ თუ ამ ორი ნიშნიდან რომელიმეს გავლენა გაქვს, მოემზადე! რთული, საპასუხისმგებლო & საინტერესო გამოცდილებას მიიღებ.
მთავარია არ შეშინდე, შიშები, ფობიები, ნევროზები კი აქტუალურია ასეთ პერიოდებში, თუმცა თვითშემეცნება, საკუთარ თავში მოგზაურობა და სამყაროსეული კანონების გათვალისწინება გამოცდების წარმატებით დასრულების გარანტია!
შეჯამება, გარდაქმნისთვის მზადება.
  9 იანვარს შავი მთვარე კირჩხიბიდან ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიქტიური პლანეტა ფიზიკურ დონეზე არ ავლენს თავს, 9 თვის განმავლობაში ადამიანებში მოიმატებს ამბიციები, რომელიც გადამეტებული სახით დესტრუქციულად გამოვლინდება არა მხოლოდ თითოეული ინდივიდის, არამედ სახელმწიფო უწყებებისა და სხვადასხვა ორგანოების დონეზეც. ამ ფონს კი ხელს უწყობს ლომის ბუნების ფეთქებადი ხასიათი, რამაც შესაძლოა არასასურველი შედეგი გამოიღოს, განსაკუთრებით კონფლიქტურ ზონებში, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ შავი მთვარის ეფექტები არ არის საკმარისი, რომ სიტუაცია კრიტიკულად შეფასდეს.
 16 მაისიდან პლანეტა იუპიტერი, რომელიც გაფართოებასა და მატერიალურ კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი, კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, სადაც დაახლოებით 1 წელი გასტანს.
კურო ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ ამ პერიოდში სიტუაციები უფრო მეტად დასტაბილურდება. ის მატერიალურ რესურსებს განაგებს, ასევე მიწათმოქმედების სიმბოლოდ ითვლება, ხელსაქმე (ხელნაკეთი ნივთები) და კულინარია ასევე აქტუალური და მომგებიანი სფეროებია მუთითებულ პერიოდში.
 18 ივლისს კარმული კვანძები (რაქუ და კეტუ) იცვლის პოზიციას და ვერძისა და სასწორის ღერძზე გადაინაცვლებს. კარმული კვანძები უფრო გლობალურ საკითხებს ასახავენ, ამ ნიშნებში რაქუ და კეტუ 2025 წლის დასაწყისამდე გასტანს და ურთიერთობების, პარტნიორობის თემას გამოკვეთავს.
ეს იქნება ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც განხორციელდება მკვეთრი ცვლილებები სოციალურ და გლობალურ საკითხებში.
P.S. გადაავლე თვალი შენს ცხოვრებას ამ დროით დიაპაზონში, ამგვარად გექნება წარმოდგენა, რა თემები იქნება აქტუალური ახლა კონკრეტულად შენთვის
08.01.1977 - 06.07.1978
01.01.1995 - 25.01.1997
 2023 წელს გვაქვს 2 მზის და 2 მთვარის დაბნელება, ეს არის დრო, როდესაც არ არის სასურველი ახალი საქმეების წამოწყება (განსაკუთრებით ოპერაციები და საბუთებთან დაკავშირებული საქმიანობა) იყავი მაქსიმალურად თავშეკავებული (+/- 2დღე ):
20 აპრილი;
5 მაისი;
14 ოქტომბერი;
28 /29 ოქტომბერი;
 წელიწად-ნახევარში ერთხელ ქალბატონი ვენერა (პლანეტა) უცნაურ ხასიათზე დგება, მოიწყენს ხოლმე, სევდა იპყრობს და აწმყოს ზურგს აქცევს, შესაბამისად ამ პერიოდს რეტროგრადულ (უკანმავალ) ვენერას ეძახიან ასტროლოგიაში.
ერთი მხრივ ეს არის ადამიანის ფასეულობების ცვლის, კორექციისა და წარსულის შეცდომების გასწორების პერიოდი, მეორეს მხრივ კი შეცდომების დაშვების ალბათობა დიდია, ამიტომ 23 ივლისიდან - განსაკუთრებით 5 სექტემბრამდე, მოერიდე სიახლეებს ესთეტიკური მედიცინის, იმიჯისა და პირად-სასიყვარულო თემებში.
თუმცა ეს პერიოდი სასიკეთოა მათთვის, ვისაც ნათალურ რუკაში, ასეთივე ვენერა ჰყავს.
P.S. არ არის გამორიცხული ძველმა სიტუაციებმა და წარსულის თითქოს დახურულმა „რომანებმა“ თავი შეგახსენოს.
 წლის კიდევ ერთი მავნე უკუღმართი მერკურია, რომელიც მითითებულ პერიოდებში ქმნის სრულ ქაოსს, როგორც საბუთებთან, კომუნიკაციებთან, ასევე გზებთან დაკავშირებით და თუ რუკაში დალაგებული (დირექტული) მერკური გყავს, მაშინ მეტი ყურადღება, სიფხიზლე და სიბრძნე გმართებს, რადგან ეს პერიოდი ცოტა ქაოტურია, თუმცა შეიძლება ძალიან ეფექტურადაც გამოიყენო თუ გაითვალისწინებ ჩვენს რჩევებს, რომელიც ყოველთვის იდება მსგავსი "შემოტევების" დროს!
29.12.22 – 18.01.23
21.04.23 – 15.05.23
23.08.23 – 15.09.23
13.12.23 – 02.01.24


მასალა მოამზადა ასრტოლოგმა,  მოამზადა ქეთი ოდიშელმა.