1764192692
„ქაოტური მდგომარეობა დალაგდება...“ - დიდი ასტროლოგიური გადატვირთვა იწყება
ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი წერს, რომ ზოდიაქოს ნიშნებისთვის მომდევნო ორი კვირა გარდამტეხი იქნება.
„უკან მომავალში“
ნოემბრის ბოლო რიცხვები წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
აქ პლანეტა სატურნი - რომელიც საზღვრებისა და დროის ღვთაებაა, თავის ერთ-ერთ მოსწავლე - მერკურისთან ერთად, რომელიც სწორედ ამ განზომილების აღქმას ქმნის, უკუსვლითი მოძრაობიდან, სწორ გეზს იღებს.
რას ნიშნავს ეს
სატურნი, რომელსაც დაწყებული ჰქონდა ახალი ციკლი, ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, (სწორედ ვერძის ენერგიას უკავშირდება პირველი მატერიალიზაციის იმპულსი) ივლისის შუა რიცხვებში გახდა უკანმავალი (რეტროგრადული) და დაუბრუნდა ისევ თევზების ნიშანს.
თევზები ეს არის წყლის სტიქიის წარმომადგენელი, რომელიც მართავს მე 12 ასტროლოგიურ სახლს, ეს არის ჩვენი ფსიქიკის ის ბნელი მხარე, რომელშიც მუდმივად გროვდება გარკვეული “ნაგავი” (სიმბოლურად) და რომელიც მუდმივად საჭიროებს გადატვირთვას, გათავისუფლებას.
სიმბოლურად, თევზების ნიშნის ძალა ეს მისი შინაგანი, სულიერი ძალაა.
სატურნის გადასვლა უკან ამ ნიშანში სწორედ ამ “გადატვირთვის”, განახლების პროცესის აუცილებლობაზე მიუთითებს, ასევე გვაძლევდა საშუალებას, გადაგვეხედა, იმ ძველი შაბლონებისა თუ ღირებულებებისთვის, რომელიც უკვე ფუჭია… რომელსაც წინ ვერ მივყავართ…
ამ პროცესში, ნოემბრის პირველ ნახევარში ჩაერთო პლანეტა მერკურიც, რომელიც ასევე, ცეცხლოვანი, დინამიური მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა, უკუსვლით ის მორიელის ნიშანს დაუბრუნდა, მორიელი კი ეს არის ფენიქსი, რომელიც მართავს მე8 ასტროლოგიურ სახლს, ეს არის კრიზისების, სიღრმისეული ტრანსფორმაციული სივრცე, რომელიც გაჯერებულია ძირეული შიშებითა და ფსიქოლოგიურ-ოკულტური ელემენტებით, რომელიც უდიდესი რესურსია, როგორც ჩვენი წარმატების, ასევე წარუმატებლობის სცენარებში.
მაშ ასე, რამდენად გონივრულად გაიარე ეს პერიოდი?
დააკორექტირე ხარვეზები?
ჩაატარე ცხოვრების გენერალური დალაგება?
ახლა ყველაფერი გამოჩნდება…
უფრო კონკრეტულად კი, თვის ბოლოს ქაოტური მდგომარეობა დალაგდება, თუმცა მომდევნო ორი კვირა არის კულმინაციური და მიუხედავად იმისა, რომ მოუგვარებელი, გაჭიანურებული საქმეები, თითქოს დაუსრულებელი პროცესები, დეკემბრის დასაწყისიდან უკვე დაიწყებს ფინალისკენ სვლას, საბოლოო შედეგები შუა დეკემბრიდან, 2026 წლის, ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან პერიოდში - 17 თებერვლისთვის დასრულდება.











