პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-4-5 დღე. ეს დღე სჯობს, მშვიდად გაატაროთ. დილა გემრიელი საუზმით დაიწყეთ, ეს პოზიტიურ განწყობასა და საჭირო ენერგიას მოგცემთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, უარი არ თქვათ პრობლემების მოგვარებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მოგვარება მომავალში უფრო გაჭირდება. 

მოუსმენთ შინაგან ხმას - ეს დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 

ვერძი - ელოდეთ მცირეოდენ ფინანსურ შემოსავალს. კარგი იქნება ფულის ეკონომია და ხარჯების შემცირება.

კურო - კარგად და შედეგიანად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები ერიდეთ ავანტიურულ წინადადებებს.

ტყუპები - საინტერესო და სასარგებლო შეხვედრები სამსახურებრივ წინსვლას გპირდებათ.

კირჩხიბი - წარმატებას ელოდეთ პროფესიულ სფეროში, მაგრამ აუცილებლად იყავით ყურადღებით და გაითვალისწინეთ ყველა წვრილმანი.

ლომი - არის გაუთვალისწინებელი ფულადი დანახარჯების ალბათობა, იყავით ფრთხილი და მოზომილად იმოქმედეთ.

ქალწული - საქმე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ დრო პირადი ურთიერთობებისათვის.

სასწორი - დღეს, თქვენი გამჭრიახობის წყალობით, შანსი გაქვთ, მოაგვაროთ ფინანსური პრობლემები.

მორიელი - ელოდეთ მნიშვნელოვან შეკვეთას და სარფიან პროექტში მონაწილეობის შემოთავაზებას.

მშვილდოსანი - დადებული ხელშეკრულებები და საქმიანი კავშირები წარმატების მომტანი იქნება.

თხის რქა - სანამ შემოთავაზებულ წინადადებას მიიღებთ, კარგად გაარკვიეთ, რას მოგიტანთ რეალურად ეს საქმე.

მერწყული - თქვენი კრიტიკული განწყობა და ზედმეტად მკაცრი, უხეში მიდგომა ართულებს თანამოაზრეებისა და სპონსორების მოძიებას. ემოციები აკონტროლეთ.

თევზები - არის ალბათობა, მიიღოთ მოულოდნელი ფული, შესაძლოა, მოიგოთ ლატარიაში ან მიიღოთ დამატებითი ხელფასი, ან, მნიშვნელოვანის შენაძენისას, დიდი ფასდაკლება გაგიკეთონ.