„ნაძვის ხე არასწორ რიცხვებში არ უნდა დავდგათ...“ - ეზოთერიკოსის რჩევები

ნაძვის ხე

ეზოტერიკოსი ნინუშკა ლისენკო განმარტავს, რა დღეებში უნდა დაიდგას ოჯახის ნაძვის ხე, რომ ნეგატივის ნაცვლად, პოზიტივი შემოიტანოს.

„უკვე იწყება საახალწლო სამზადისი. ყველას ერთი სული აქვს რომ მორთოს ნაძვის ხე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა დღეს დადგამ და მორთავ.

ნაძვის ხე არასწორ რიცხვებში რომ დადგა, შესაძლოა, თქვენი ცხოვრება ცუდისკენ წავიდეს.  

ჰარმონიული და წარმატებული წელი რომ გქონდეს - ნაძვის ხე უნდა მორთო პირველ და სამ დეკემბერს.

გსურთ სიყვარულის მოზიდვა, პარტნიორი და მეტი სურვილი გაქვთ, გინდათ გათხოვდეთ, ან საბედოს ეძებთ, მაშინ ნაძვის ხე უნდა მორთოთ 7 და 9 დეკემბერს. 

თუ გინდა მოიზიდო ფინანსები, ბიზნესში წინსვლა გქონდეს, შემოვიდეს ფულის ნაკადი ნაკადი, მაშინ უნდა დადგა 11 და 13 დეკემბერს,“ - ამბობს ეზოტერიკოსი.