დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
ასტროლოგი, ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე წერს, სადაც ვკითხულობთ, რომ მსოფლიოში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს და ჩვენს თვალსა და ხელს შუა ისე შეიცვლება ყველაფერი, რომ აღარასდროს დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას.
„იმდენად დიდია ახლა შტატებზე ინტერესი და ზოგადად ამ თემაზე დამხვდა ბევრი კითხვა, ამიტომ დავდებ პოსტს საჯაროდ:
რა გეგმები აქვს დონალდ ტრამპს? რეალურად, რა ხდება გრენლანდიის, კანადის, პანამის და მექსიკის ყურეში? ვრცლად ვწერ დაბლა და შეგიძლიათ გაეცნოთ:
მოკლედ, დონალდ ტრამპი რომ მეტად არაპროგნოზირებადი ტიპაჟია ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება, თუმცა ჯერ მისი ინაუგურაცია არ მომხდარა, როცა 7 იანვარს ,,მარ-ა-ლაგოს’’ მამულში გამართულ პრესკონფერენციაზე განახდა, რომ გრენლადნიასა და პანამის არხზე კონტროლისთვის სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს.
თქვენ ხედავთ, ალბათ, რომ მსოფლიო ჩვენს თვალსა და ხელს შუა იცვლება და მერწმუნეთ, ისეთი აღარასდროს აღარ იქნება, როგორიც იყო. მსგავსი გეოპოლიტიკური გადანაწილებები, სულ მცირე, მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 50 წელში ერთხელ მაინც ხდება ხოლმე, ამიტომ ჩვენ სწორედ ამ პერიოდს ვუახლოვდებით.
თავის მხრივ, დონალდიც ხვდება რომ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი და არც მეტი არც ნაკლები, საზღვრების დაცვასა და გამაგრების პროცესს შეუდგა.
დავსვათ კითხვა: რაში ჭირდება ამერიკულ მხარეს გრენლადნია, რომელსაც ისტორიულად მწვანე ქვეყანას უწოდებენ?
შეგვიძლია საუბარი შორიდანაც დავიწყოთ, რადგანაც გრენლანდიაში არის სასარგებლო წიაღისეულის ზღვა ოდენობა, ნავთობის ბუნებრივი გაზის მარაგები, რომელზეც პრეტენზიას რუსეთი და ჩინეთიც აცხადებს. ასევე, მთავარი და ნომერ პირველი თემა არის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის სრული კონტროლი მომავალი საფრთხის ასარიდებლად და კოსმოსის ფართო მონიტორინგი.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ გრენლანდიაზე გადის სტრატეგიული საზღვარი მარშუტები ჩრ.ატლანტიკას და არქტიკას შორის, ასევე საჰაერო მარშრუტებიც იგულისხმება ამ ამბავში. ფაქტობრივად, ამ მიწაზე გადის ევროპა-ამერიკის უმოკლესი გზა.
გრენლანდიის აუზის მიდამო კი რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავებისთვის იდეალური მისადგომია, რაც დიდი ხიფათია შტატებისთვის.
გრენლანდია, ამ ეტაპზე დანიის საკუთრებაშია. დანიელები კი, თავის მხრივ, სასტიკი წინააღმდეგნი არიან მისი გაყიდვის.
რა უნდა მოხდეს რომ გრენლანდია მშვიდად გახდეს ამერიკის ნაწილი? ორი ვარიანტია: ან დანიამ აზრი შეიცვალოს და ფართობი გაყიდოს ან უნდა მოიპოვოს თავისუფლება და ამაზე იმუშაოს აშშ-მ, რითაც მარტივად ექნება თეორიული შანსი მწვანეების გადმობირების.
ბოლო ინფორმაციით კი, დანიამ დაიწყო გრენლანდიაზე დანიელი სამთო სპეციალური ოპერაციის ძალების ქვედანაყოფების წვრთნები, რაც ნიშანია რომ ჯერჯერობით არაფრის დათმობას არ აპირებენ.
რაც შეეხება პანამას: არც აქაა მარტივად საქმე - ძია დონალდის აზრით, პანამა აშენდა, თავის დროზე, ამერიკელი სამხედროების საჭირო დახმარებისთვის. მანვე განაცხადა გამოსვლისას, შემდეგი სიტყვებით, რასაც უცვლელად გთავაზობთ. ,,ჩინეთი მართავს პანამის არხს და ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება“.
ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ ტრამპის მოსვლის დღიდან ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები, სავარაუდოდ, გადაიხედება და არაა გამორიცხული, რომ დაიძაბოს კიდეც. აღსანიშნავია, რომ სი ძინპინი არ დაესწრება მის ინაუგურაციას.
ცალკე აღებული პანამის არხი კი ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეებს, ეს უმნიშვნელოვანესი ობიექტი, ბუნებრივა, არ უღირს ტრამპს დაკარგვისა და სხვისი გავლენის მოქცევისთვის. ეს არხი ჭრის პანამის ყელს და წარმოადგენს საერთაშორისო უმსხვილეს სავაჭრო არტერიას, რომელი ბლოკის ხელში ჩაგდებასაც აუცილებლად ეცდებიან ამერიკელები.
დიდი ინტერესებია მექსიკის ყურისა და კანადის მისამართითაც. უნდა გამოიყოს მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეანბაუმი, მან რუკაზე ანახა, სადაც ჩანდა მექსიკის ტერიტორიები, რომლებიც ახლა აშშ-ს ეკუთვნის და ტარმპს მისი დაბრუნება შესთავაზა. ეს კომიკური მომენტი, ცხადად ასახავს იმ ვერსიას, რომ მექსიკელები საკუთარ გავლენებს მარტივად არ დათმობენ.
ანალოგიური განწყობაა კანადაშიც: ,,კანადას არანაირი შანსი არ აქვს და არც გახდება შეერთებული შტატების ნაწილი“.
ერთი სიტყვით - დიდი ქარტეხილების წინაშეა დამდგარი, როგორც ევროპა, ისე შეერთებული შტატები. პრეზიდენტმა, გამოსვლისას ისიც თქვა რომ ეს ყველაფერი სჭირდებათ ეროვნული მიზნების უსაფრთხოებისთვის. ხო, უსაფრთხოება ერთია, თუმცა კაცმა, რომ იფიქროს ნატოს, ანუ სახმედრო ალიანსის წევრია დანიაც და კანადაც. თუ მათი ბატონი ძალისმიერ მეთოდს დაეყრდნობა, აი, მერე საინტერესოა როგორ განვითარდება ევროპული ცივილიზაციის მომავალი ...
ტრამპის მოსვლამ გარკვეულწილად, სასიამოვნო იყო, რომ სოციალურ ქსელში ცენზურა მოხსნა, მაგრამ წინ, ამ უკანასკნელს, ზღვა სამუშაო აქვს მაგიდაზე.
ბევრს ჰგონია, რომ ის ერთი ხელის მოსმით დაამთავრებს ომებს და მშვიდობას მოიტანს. მეგობრებო, ომები ასე მალე არ მთავრდება. სლოგანი იგებს არჩევნებს და შესაბამისი დაპირებები. კარგია, ასევე რომ მეორე ურჩხული - ბაიდენის სახით ტოვებს პოსტს, რა გაგრძელება ექნება მის დანატოვარს და ტრამპს ამას დრო გვიჩვენებს.
ღიად ვამბობ, რომ თუ დონალდ ტრამპი, მიმართავს აგრესიულ პოლიტიკას, ამით საზოგადოების ერთ ნაწილს ჰგონია, რომ შტატები საკუთარი ინტერესის არეალის დაცვით იქნება დაკავებული, თუმცა ეს ნაბიჯი დიდი ბიძგია მსოფლიო კოლონიალიზაციის ხელახალი წამოწყებისა. მადა გაეხსნება და უფრო მარტივად, ვიდრე აქამდე, ჩინეთს, ვინ იცის რა ფორმაში და რა იარაღით რუსეთს და რუსები თავსაც კარგად გაიმართლებენ, შენ თუ საკუთარ საზღვრებს იცავ მეც ჩემსას ვიცავო ... ასე რომ, ისედაც ამღვრეულ წყალში, მთლად დიდი განუკითახობა შესაძლოა დაიბადოს და ამ სვლით ბევრი მინუსი წამოწიოს სააშკარაოზე.
სხვა, რა გითხრათ? რით გაგახაროთ?! რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ მოსალოდნელ საფრთხეებზე, ეს ჯერ კიდევ ვარაუდია, არც ისაა გამორიცხული ამერიკულ-რუსული ინტერესების გადაკვეთის ვერსიაც ვიხილოთ, რაც დიდი ნაწილისთვის სრული უტოპიაა, თუმცა ასეთ ქაოსში შეუძლებელი არაფერია. კადრს მიღმა რა იმალება ამას წლის პირველ ნახევარშივე გავარკვევთ.
პ.ს. რამდენიმე ფოტოს კომენტარში დავტოვებ. მშვიდობიან დღეს გისურვებთ!“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.