თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია სტუდენტებს ხვდება
1733155200
ასტროლოგი, ქეთი ოდიშელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს.
„ძალიან მნიშვნელოვან დროს გავდივართ 6-7 ნოემბერს, ამიტომ ეფექტურად გამოიყენეთ ეს პერიოდი.
როგორც საქართველოში მცხოვრები, ასევე ჩვენი ძვირფასი ემიგრანტებისთვის კონკრეტული დროის და დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებთ ომნიას დახურულ ჯგუფში, რომელშიც უკვე შეგიძლიათ დაემატოთ.
სასწორის 15 გრადუსიდან - მორიელის 15 გრადუსამდე მონაკვეთი უსიამოვნებებს უკავშირდება.
ტრადიციულ ასტროლოგიაში ეს მნიშვნელოვანი ზონაა.
(ერთ-ერთი ვერსიით მნათობების დაცემას უკავშირდება ეს "გზა" (მზე სასწორშია დაცემული, მთვარე კი მორიელში. ხოლო სეპტენერის მალეფაქტორი "მეგობრები" თავს იდეალურად გრძნობენ ამ ნიშნებში, სასწორში სატურნია ეგზალტირებული, მარსი კი მართავს მორიელის ნიშანს.)
განსაკუთრებით "დამწვარ გზას" პროგნოზირებაში ექცევა ყურადღება, მაგ: თუ პროგრესიაში მთვარე მორიელის ზონაში გადადის, (ომის დაწყების გრადუსი) ადამიანი უნდა გავაფრთხილოთ რომ უსიამოვნებები დაახლოებით 7 თვეს გასტანს. სწორედ აქ ვლინდება პრობლემების პიკი.
ამ პერიოდმა უბრალოდ უნდა ჩაიაროს, აქ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ეს ზონა მორიელის 15 გრადუსში სრულდება, ის ცნობილი ავატარების გრადუსის სახელით.
ცის კაბადონზე არის 4 წერტილი, რომელსაც ეწოდება ავატარები იგივე ავატარის კარიბჭეები.
ეს წერტილები ფიქსირებული ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი და მერწყულის) ცენტრშია (15 გრადუსში). ევროპულ ასტროლოგიაში ისინი ატარებენ 4 მოციქულის: ლუკას, მარკოზის, იოანესა და მათეს სახელს.
ინდუიზმში ავატარებად მოიხსენიება ღმერთის განსხეულებები მიწიერ არსებაში, რომელიც ევლინება სამყაროს რათა იხსნას იგი. ცნობილია პრაჯაპატის ავატარები, 28 შივას ავატარი, ვიშნუს მრავალი ავატარი.
დეინ რედიარის აზრით სწორედ ეს ფიქსირებული ნიშნების გრადუსები შეესაბამება ცნობილ ავატარების კარიბჭეებს, სიმბოლურად ავატარში მოიაზრება გამოთავისუფლებული კოსმიური ენერგია.
ავატარის წერტილი, რომელიც კუროში მდებარეობს (ხარის წერტილში), უკავშირდება ძალას, რომელიც ინდივიდუალური არსების ფორმირებას ახდენს.
ლომის წერტილი - აღნიშნავს ძალას, რომელიც გამომდინარეობს ინდივიდუალური არსებიდან; არწივის წერტილი (მორიელის 15°) - აღნიშნავს ძალას, რომელიც უნივერსალური არსების ფორმირებას ახდენს;
ანგელოზის წერტილი (მერწყულის 15°) - მეტყველებს ძალაზე, რომელიც ემანირებულია უნივერსალური არსებიდან;
ეს წერტილები დაახლოებით ემთხვევა : 6-8 მაისს, 6-8 აგვისტოს, 6-8 ნოემბერს, 5-7 თებერვალს. როგორც რედიარი აღნიშნავს, ამ მომენტებში ენერგიის რეალიზაცია თავმოყრილი დღეღამტოლობის წერტილებში (ხარისა და არწივის წერტილებში) ან მზებუდობის წერტილებში (ლომისა და ანგელოზის წერტილები) გამოთავისუფლდება და იძლევა თავის შედეგებს.
ითვლება, რომ თუ ადამიანის ნათალურ რუკაში რომელიმე პლანეტა (უკეთეს შემთხვევაში მზე) ხვდება რომელიმე ზემოთ აღნიშნულ წერტილში, ეს ადამიანი არის უმაღლესი ძალების მფარველობის ქვეშ.ის შესაძლოა დაჯილდოებული იყოს რაიმე გამორჩეული უნარით“, - წერს ასტროლოგი.