1743151922
ლილიტის ტრანზიტი მორიელში - ვისთვის (არ) იქნება ეს პერიოდი ხელსაყრელი

2025 წლის 27 მარტს ლილიტი იცვლის ზოდიაქოს ნიშანს. ტოვებს სასწორს და მორიელის ბობოქარ და ტრანსფორმაციულ ზოდიაქოში გადადის. ეს ნიშნავს რომ ძალიან ბევრი რამ, როგორც პიროვნულ დონეზე, ისე კოლექტიურ დინამიკაში, შეიცვლება.
ვისთვის (არ) იქნება ეს პერიოდი ხელსაყრელი - ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
„მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში, ლილიტი მორიელში აღძრავს ღრმა ემოციურ ძვრებს, აღმოაჩენს ფარულ ჭეშმარიტებებს და გამოწვევებს ძალაუფლების თემებში. ჩვენ მოწმენი შევიქმნებით სხვადასხვა ინსტიტუციური სკანდალების, ძალაუფლებისთვის ბრძოლების, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობების გამოვლენაზე.
ფარდა აეხდება ბევრ საიდუმლოებებს, სკანდალებს და ღალატს, განსაკუთრებით ფინანსებში, პოლიტიკაში და ინტიმურ ურთიერთობებში.
სამწუხაროდ, კონტროლის, მანიპულაციისა და დომინირების მოთხოვნილება გაძლიერდება. ადამიანების ნაწილი შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს ამას, მაგრამ ასევე შეიძლება თავად გახდნენ უფრო მესაკუთრეები ან შურისმაძიებლები.
მორიელის ლილიტს ასევე აბარია ჩვენი ბნელი სურვილები და ტაბუდადებული თემები. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ თემები სექსზე, სიკვდილისა და მსგავს თემებზე შესახებ უფრო აქტუალური გახდეს.
ამ ტრანზიტს ასევე შეუძლია გამოიწვიოს ინტიმურ ურთიერთობასთან და ნდობასთან დაკავშირებული შიშები. მოჭარბებულმა ვნებებმა შეიძლება წარმოიშვას ძალაუფლების დისბალანსი ინტიმურ ურთიერთობებში.
მორიელი დაკავშირებულია საერთო რესურსებთან, ვალებთან და მემკვიდრეობასთან. შეიძლება მეტი აქცენტები დაისვას ეკონომიკურ დისბალანსზე, ფინანსურ კორუფციაზე ან გლობალურ ეკონომიკაში რადიკალურ ცვლილებებზე. გარკვეულ წილად ფინანსურ კრიზისებთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე...
მაგრამ მოდით, გავიხსენოთ რას წარმოადგენს რეალურად თვითონ ლილიტი და რატომ ეშინია ყველას მისი?
ასტროლოგიაში ლილიტი არ არის პლანეტა, არამედ სიმბოლური წერტილი, რომელიც ასოცირდება „ბნელ მთვარესთან“. ის წარმოადგენს ჩვენს ფარულ, ველურ ბუნებას: აკრძალულ სურვილებს, ჩახშობილ ემოციებს, შიშებს და იმ ძალას, რასაც ხშირად საკუთარ თავსაც კი ვუმალავთ. მისი სახელი მომდინარეობს უძველესი მითებიდან.
ლეგენდის თანახმად, ლილიტი იყო ადამის პირველი ცოლი, რომელმაც უარი თქვა მის დამორჩილებაზე, ამჯობინა თავისუფლება და თანასწორობა. მას შემდეგ მისი იმიჯი ასოცირდება აჯანყებასთან, სექსუალურობასთან და საზღვრების უარყოფასთან.
როდესაც ლილიტი გააქტიურებულია ჰოროსკოპში, ის ხაზს უსვამს იმას, რისი იგნორირებასაც ვცდილობთ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გვეშინოდეს, ჩვენ უნდა დავინახოთ ის, როგორც მოკავშირე - ჩვენი ნაწილი, რომელსაც შეუძლია გაბედული ცვლილებები. მორიელი აღორძინების ნიშანია. მაშინაც კი, როდესაც ამ ტრანზიტს მოაქვს გამოწვევები, მას ასევე მოაქვს ღრმა პიროვნული ტრანსფორმაცია. ისინი, ვინც ცვლილებებს მისდევენ და არ ეწინააღმდეგებიან, უფრო ძლიერები და ბრძენი აღმოჩნდებიან.
თუ შეგნებულად მივუდგებით, ლილიტი მორიელში ხელს უწყობს საკუთარ ფსიქიკაზე მუშაობას და სერიოზულ მიღწევებს. მას შეუძლია საკუთარ ბნელ მხარესთან შეხვედრის, წარსული ტრავმების დამუშავებისა და ტკივილის ხელახალი გააზრების მეშვეობით მოგვცეს შესაძლებლობა გავძლიერდეთ. რაც არა კლავს, ის აძლიერებს.
მორიელი არის ალქიმიკოსის ნიშანი, რომელიც ტკივილს სიბრძნედ გარდაქმნის. სხვადასხვა ძველი ჭრილობა შეიძლება ხელახლა გამოჩნდეს - არ გაექცეთ მათ. გამოიყენეთ სულიერი პრაქტიკები ამ ემოციების დასამუშავებლად. ეს ტრანზიტი დაგეხმარებათ გადახედოთ ტოქსიკურ ურთიერთობებს, განთავისუფლდეთ დამოკიდებულებისგან ან იპოვოთ გამბედაობა, რომ დაიწყოთ ცხოვრება „ნულიდან“, მოგცემთ პირადი ძალაუფლების აღდგენას, ჩაგვრის წინააღმდეგ დგომას ან ტოქსიკური ადამიანებისაგან გათავისუფლებას (მაგ., თანადამოკიდებულება, მსხვერპლი).
გამოიყენეთ სულიერი პრაქტიკები ამ ემოციების დასამუშავებლად.
ლილიტი მორიელში აძლიერებს სექსუალურ ენერგიას და ქარიზმას. თუ ამას შეგნებულად იყენებთ, შეგიძლიათ მიიზიდოთ სწორი ადამიანები.
რაც შეეხება ჭარბ ვნებას, სჯობს გადატანა შემოქმედებით პროექტებში ან უფრო ჯანსაღ ინტიმურ ურთიერთობაში.
ახლა შეიძლება ტრავმებისგან განკურნება გახსნილობის გზით. სიმართლის თქმა უფრო ადვილი გახდება, თუნდაც ის მწარე იყოს. ეს არის გულწრფელი საუბრების, თერაპიის ან აღიარების დრო.
გადააქციეთ შიში ძალად. მორიელი გვასწავლის, რომ შიშებთან დაპირისპირება იწვევს გაძლიერებას. თუ რაიმეს გაშვების გეშინიათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ხელს გიშლით თუ არა. გამოიკვლიეთ თქვენი ცხოვრების საიდუმლოებები. ეს შესანიშნავი პერიოდია საკუთარ თავზე მუშაობისთვის, წარსული ცხოვრებისეული რეგრესიებისთვის, ღრმა მედიტაციებისთვის და ფარული ცოდნის კვლევისთვის.
ამ ტრანზიტს ასევე სულიერი და ოკულტური გამოღვიძებაც შეიძლება რომ მოჰყვეს. ჩვენ დავინახავთ, რომ ბევრს მიიზიდავს მისტიკა, ასტროლოგია და ეზოთერული ცოდნა. ეს შესანიშნავი დროა ფარულ სიბრძნეში ჩაძირვისა და რეინკარნაციის თემების შესასწავლად.
მოერიდეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას, მანიპულაციებსა და ცეცხლთან თამაშებს, როგორც პირადად, ასევე პროფესიულ საქმეებში. ნუ დაგაინტერესებთ სხვა ადამიანების საიდუმლოებები. ნურც ჯაშუშობანას თამაშობთ. კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს მიზნებზე.
ნუ შეეცდებით სხვების კონტროლს და თუ ვინმე თქვენს გაკონტროლებას შეეცდება, ენდეთ ინტუიციას და დააკვირდით მინიშნებას.
გამოიჩინეთ სიფრთხილე ვალების, მემკვიდრეობის, გადასახადების ან ერთობლივი ფინანსების საკითხებთან მიმართებაში. ასევე, ინვესტიციების ან ახალი პარტნიორობის დროს. გამოიჩინეთ წინდახედულობა, გაიარეთ აუდიტი საერთო რესურსებზე, ვალებზე ან ინვესტიციებზე. მოერიდეთ სარისკო წამოწყებებს.
მშვენიერი იქნება პერიოდული დეტოქსიკაცია, როგორც ფიზიკური (მაგ. მარხვა), ისე ემოციური წმენდა (მაგ. წყენისგან გათავისუფლება) და მორიელის რეგენერაციულ ენერგიასთან შესაბამისობაში მოყვანა. კარგია დღიურის წერაც. ჩამოწერეთ შიშები, ბრაზი ან არასასიამოვნო სურვილები. ეს მოგიხსნით დაძაბულობას და დაგეხმარებათ გაიგოთ, რა უნდა შეიცვალოს.
იპოვეთ ჯანსაღი საშუალებები თქვენი ემოციებისთვის. მორიელს უყვარს ექსტრემალური სპორტი – შეცვალეთ სახიფათო თავგადასავლები სპორტით, შემოქმედებითობით ან ღრმა საუბრებით საყვარელ ადამიანებთან.
გაიხსენეთ სიკვდილისა და აღორძინების ციკლი. თუ რამე მთავრდება, ეს არ არის დასასრული. ფენიქსის მსგავსად,ჩვენ უფრო ძლიერად ვმაღლდებით.
ლილიტი მორიელში არ არის კატასტროფა, არამედ გამოწვევა. ის მოგვიწოდებს, შევწყვიტოთ ჩვენი სიბნელის შიში და გამოვიყენოთ ის, როგორც საწვავი ზრდისთვის. როგორც კარლ იუნგი წერდა: „ჩრდილი დიდი მასწავლებელია“. მომდევნო 9 თვეში ყველას აქვს შანსი გახდეს ალქიმიკოსი - გადააქციოს შიში გამბედაობად და იდუმალება ძალად,“ - წერს ასტროლოგი.