„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ყველაზე ხელსაყრელ თარიღებს ასახელებენ, როდესაც დიდ მოტივაციასა და ენერგიას ვიგრძნობთ და ასევე, საუბრობენ იმ დღეებზე, როცა შედარებით ფრთხილად უნდა ვიყოთ:
4 აპრილი
ამ დღეს არაპროგნოზირებადი, მაგრამ წარმატებული ცვლილებები გელოდებათ. ნახავთ, რომ ის გარემო, რომელშიც იმყოფებით და ადამიანები, რომლებიც გვერდით გყავთ, მხარს გიჭერენ და მოტივაციას გაძლევენ. ახლა თქვენი შინაგანი პოტენციალის გამოსავლენად შესანიშნავი დროა. დიდ ენერგიას იგრძნობთ და შეგიძლიათ, ყველა ის საქმე, რომლებიც აქამდე გვერდზე გქონდათ გადადებული და ფიქრობდით, რომ ვერ შეასრულებდით, ახლა დაიწყოთ.
5 აპრილი
ეს დღე ანალიტიკური უნარების სრულად გამოვლენაში დაგეხმარებათ. ამიტომაც, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. დაიწყეთ რაიმე ახლის შესწავლა, გაუზიარეთ საკუთარი ცოდნა სხვებს, ჩაერთეთ მასტერკლასებსა და ტრენინგებში, ნუ მოგერიდებათ საზოგადოების წინაშე გამოსვლის. თავდაჯერებულობას იგრძნობთ და ნახავთ, რომ შეგიძლიათ, ბევრად უკეთეს პოზიციაში იყოთ.
6 აპრილი
ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებით ფრთხილად იყოთ, რადგანაც შესაძლოა, ტყუილისა და მანიპულაციის მსხვერპლი გახდეთ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, კარგად დააკვირდით დოკუმენტებს, ნუ ენდობით ბრმად ადამიანებს. ასე შეძლებთ, რომ გარკვეული უსიამოვნებები თავიდან აირიდოთ.
7 აპრილი
ამ დღეს შესაძლოა, თავი უმოტივაციოდ იგრძნოთ და შფოთვას განიცდიდეთ. იფიქროთ, რომ ყველაფერი ცუდადაა, თუმცა სასოწარკვეთაში ნუ ჩავარდებით. ეს მდგომარეობა მალე გაივლის და მოტივაცია კვლავ დაგიბრუნდებათ. გააკეთეთ ის საქმე, რაც სიამოვნებას განიჭებთ, გაისეირნეთ, მოუსმინეთ მუსიკას, მიირთვით თქვენი საყვარელი კერძი და ნახავთ, რომ ემოციური ფონი ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება.
8 აპრილი
გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანებისათვის და ეს დღე მათთან ერთად გაატარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათი მხრიდან გარკვეული პრეტენზიების მოსმენამ მოგიწიოთ და კონფლიქტური სიტუაციაც შეიქმნას. საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება თქვენც ენერგიით აგავსებთ და მომდევნო დღეებისთვის გარკვეული საქმეების შესრულებას უფრო დიდი შემართებით შეუდგებით.
9 აპრილი
ამ დღეს დიდ ენერგიას იგრძნობთ და თუკი გადაწყვეტთ, რომ რაიმე ახალი წამოიწყოთ, სამყარო თქვენ მხარეს იქნება და წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარებათ. დააკვირდით საკუთარ იდეებს. ამ დღეს შესაძლოა ისეთი რამ მოგაფიქრდეთ, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ.