ხვალ ახალმთვარეობაა - რიტუალი რომელიც ამ დღეს უნდა გააკეთოთ და ბარაქას მოგიტანთ

ახალმთვარეობა

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი, „პრაიმტაიმის“ მკითხველებს ახალმთვარეობისას შესასრულებელ რიტუალს უზიარებს, რომელიც ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

„მთავარი რიტუალი არის ფულთან დაკავშირებული, რომელიც მამა-პაპებმაც კარგად იცოდნენ. ახალმთვარეობაზე მთვარეს ყოველთვის აჩვენებდნენ მონეტას. მონეტა უნდა იყოს და არა კუპიურა. მონეტას ისეთ ადგილას დადებდნენ,  სადაც მთვარე მას დაინახავდა,  ეს შეიძლება იყოს ფანჯრის რაფა, აივანი და ა.შ  ითვლებოდა, რომ როდესაც მონეტას დავტოვებდით იქ მთვარის ენერგეტიკა ხელს შეუწყობდა უფრო მეტად მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ენერგიის გაღვივებას იმ ოჯახში“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ ამ პერიოდში უფრო მეტ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას დაუთმობთ.

„ახალი მთვარე ეს არის მზის და მთვარის შეერთება, შეკრა ენერგიებისა ქალწულის ზოდიაქოში. ქალწული ეს არის ნიშანი, რომელიც მართავს ჯანმრთელობას, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე,  რომ გამოვიყენოთ სამკურნალოდ, გაჯანსაღებისთვის და გამოჯანმრთელებისთვის.

კარგი იქნება თუ გავუშვებთ კოსმოსში აზრების კარგ პროექციას, რომელიც იქნება დაკავშირებული ჯანმრთელობასთან. თუნდაც აზრობრივი წარმოდგენა, დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში.