იწყება ერთწლიანი მნიშვნელოვანი პერიოდი - ასტროლოგი ასახელებს ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებსაც განსაკუთრებით გაუმართლებთ

ასტროლოგია

იწყება ერთწლიანი მნიშვნელოვანი პერიოდი - ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

მომდევნო კვირა დატვირთული იქნება ასტროლოგიური მოვლენებით - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს და ზოდიაქოს ნიშნებს მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ აფრთხილებს:

პირველი რაც უნდა აღინიშნოს, ეს არის მზის კუროდან ტყუპში გადასვლა. ეს მიანიშნებს, რომ ადამიანებში გაძლიერდება კომუნიკაბელურობა, ურთიერთობების სურვილი და შინაგანი მოქნილება. თუ მანამდე კუროს გავლენით ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა ცვლილებებს, ჯიუტად და რაც მთავარია, კონსერვატიულად იცავდა თავის პოზიციას, 20 მაისიდან მათში გაძლიერდება გაგების უნარი. მიწის სტიქია შეიცვლება ჰაერის სტიქიით, რომელიც უფრო მსუბუქია და ცვლილებებისთვის მზადმყოფი. აქედან გამომდინარე, ცვლილებების ალბათობას უფრო მეტად მოიმატებს.

ეს შეეხება არა მხოლოდ ზოგად ტენდენციებს, არამედ ბევრ კონკრეტულ მიმართულებას და იგივე პირად ცხოვრებას.

მით უმეტეს, რომ 24 მაისიდან ტყუპში გადავა სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერაც, ანუ ვენერას სიგნიფიკატორი (მმართველი) 17 ივნისამდე მერკური იქნება. ამიტომ ბევრი ადამიანი იმ პრობლემებს, რომელიც პირად ცხოვრებას უკავშირდება, იოლად გაიაზრებენ და მოაგვარებენ. ამ პერიოდში ჩაკეტილობა და ლოდინი უარეს შედეგს მოიტანს, ამიტომ საჭირო იქნება კომუნიკაციაში შესვლა და ურთიერთობა.

ამ პერიოდში მზე შეერთებაში იმყოფება იუპიტერთან და დადებით ასპექტში იმყოფება პლუტონთან, რაც მიანიშნებს, რომ ბევრი გლობალური საკითხი შესაძლებელია კომუნიკაციის ხარჯზე მოგვარდეს. ეს შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკას, არამედ იგივე ბიზნესს. ეს კარგია დროა ფინანსურ საკითხებთან და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის და განვითარებისთვის. მით უმეტეს, რომ ამ მზესთან ერთად, იუპიტერს შეუერთდება ვენერაც. ასე რომ, მთლიანობაში ეს შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ასე ვთქვათ, იღბლიან პერიოდად იქცეს და წარმატებით გადაჭრათ ის საკითხები, რომელთა მოგვარებას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, რაც ამ პერიოდში ხდება, ეს არის 26 მაისს გამარჯვებისა და წარმატების პლანეტა იუპიტერის ტყუპის ნიშანში გადასვლა. განსხვავებით ვენერასგან და მზისგან, იუპიტერი ტყუპში თითქმის ცამეტი თვის განმავლობაში დარჩება. იუპიტერის ეს ინგრესია მიანიშნებს, რომ დაიწყება სასიკეთო პერიოდი იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლასთან, ურთიერთობებთან, ურთიერთობებთან, გადაადგილებასთან, უცხოეთთან, შუამავლობასთან, მოლაპარაკებებთან, აზრთან, სიტყვასთან, წიგნთან, წერასთან და მსგავს საკითხებთან. როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე მანამდე „გაყინული“ პოზიციები შედარებით შერბილდება და მხარეები ნელ-ნელა მოლაპარაკებებისთვის მოემზადებიან.

23 მაისს დაფიქსირდება სავსემთვარეობა, რომელიც „ინფორმაციის ღერძზე“ ხდება (ტყუპი-მშვილდოსანი). ეს იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ იწყება ერთწლიანი მნიშვნელოვანი პერიოდი და ამ პერიოდში არა მხოლოდ წინსვლისთვის, განვითარებისთვის და წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება სწორი გზავნილის გაგზავნა და ყველაფრის სწორად აღქმა, არამედ ეს მნიშვნელოვანი იქნება ემოციური, მენტალური და მატერიალური გადარჩენისთვისაც კი.

ბუნებრივია, მზის ინგრესიიდან გამომდინარე, უახლოესი ერთთვიანი პერიოდი შედარებით სასიკეთო იქნება ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. ისინი იგრძნობენ ძალების მოზღვავებას და უფრო მეტად მიზანსწრაფულები გახდებიან.

სასიკეთო იქნება ასევე ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის (სასწორი, მერწყული). მთლიანობაში დადებითი იქნება ვერძისთვის და ლომისთვის, თუმცა შედარებით წინააღმდეგობრივი იქნება მშვილდოსნებისთვის. ნაკლებ იღბლიანი იქნება წყლის სტიქიით (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) და განსაკუთრებით მიწის სტიქიით (კურო, ქალწული და თხის რქა) დაბადებული ადამიანებისთვის - წერს რამაზ გიგაური.