იღბლიანი პერიოდი იწყება - ასტროლოგებმა 3 მთავარი ფავორიტი დაასახელეს

ასტროლოგია

2026 წლის 8 სექტემბრიდან ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის იღბლიანი ეტაპი დაიწყო. ასტროლოგების პროგნოზით, ამ ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი და ბედნიერების მომტანი ცვლილებები ელოდებათ.

8 სექტემბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ვენერასა და ჩრდილოეთ კვანძის ტრიგონი იყო. ეს ჰარმონიული ასპექტი ხელსაყრელ ცვლილებებსა და ცხოვრების უკეთესობისკენ შემობრუნებას უკავშირდება. ამ პერიოდში ბევრი ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებში მეტად დარწმუნდება, რაც სიყვარულის, თვითპატივისცემისა და ახალი შესაძლებლობებისკენ გზას გახსნის:

სასწორი
სასწორებისთვის ეს პერიოდი პირად ცხოვრებაში წარმატებისა და სულიერი ჰარმონიის მომტანი იქნება. ამ ნიშნის წარმომადგენლები განსაკუთრებულ მიმზიდველობასა და პოზიტიურ ენერგიას გამოავლენენ, რაც გარშემომყოფებზეც დადებითად აისახება. 

წარსულმა გამოცდილებამ სასწორებს ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება ასწავლა: ადამიანი, საბოლოოდ იმას იღებს, რასაც თავად გასცემს. სწორედ ამიტომ ისინი ნეგატივსა და სხვების განსჯაზე უარის თქმას ამჯობინებენ. სამყაროსთან საკუთარი საუკეთესო თვისებების გაზიარებით სასწორები ცხოვრების ახალ, უფრო ბედნიერ ეტაპზე გადადიან. 

მშვილდოსანი
მშვილდოსნები საკუთარ თავში ენერგიისა და მოტივაციის მოზღვავებას იგრძნობენ. მათ მკაფიოდ აქვთ გაცნობიერებული, რა სურთ და არჩეული გზიდან გადახვევას არ აპირებენ.

ვენერასა და ჩრდილოეთ კვანძის ჰარმონიული ასპექტი მშვილდოსნებს დაეხმარება, გააცნობიერონ, რომ კრიტიკაზე, ნეგატიურ შეფასებებსა და სხვების მოსაზრებებზე დროის დახარჯვა აღარ ღირს. ადამიანების მიმართ პატივისცემისა და კეთილგანწყობის გამოვლენით ისინი სანაცვლოდ იმავე დამოკიდებულებას მიიღებენ. ეს კი მათ წარმატებასა და მაღალი რეპუტაციის განმტკიცებაში დაეხმარება...ვრცლად