დღეში ერთი ჭიქა სასმელიც კი კიბოს რისკს ზრდის - ახალი კვლევა
1767643698
იანვარი წლის პირველი თვეა და ეს თვე ყოველი ახალი წამოწყების, იდეის თუ ურთიერთობის დასაწყისადაა მიჩნეული, თუმცა ამასთან იანვარი წყვილების დაშორების პერიოდთანაც ასოცირდება.
წყვილები, რომელთა კავშირი ჯერ კიდევ დეკემბერში მყარად ჩანდა, იანვრის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა დაშორების ზღვარზე აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ამერიკელი ფსიქოლოგი მარკ ტრავერსი წერს Forbes-ისთვის მომზადებულ სტატიაში.
მისი თქმით, არსებობს „იანვრის დაშორებების ეფექტი“ - დაშორებების სეზონური მატება, რომელიც, როგორც წესი, დღესასწაულების დასრულებას მოსდევს.
„სინამდვილეში, იანვარი თავად არ იწვევს დაშორებებს. ის უბრალოდ ქმნის ფსიქოლოგიურ პირობებს, სადაც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი გადაწყვეტილებები საბოლოოდ ამოდის ზედაპირზე. ახალი წელი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, გააკეთონ გაცნობიერებული დასკვნები წარსულ ურთიერთობებზე“, - განმარტავს ფსიქოლოგი.
ტრავერსი ასახელებს სამ ძირითად მიზეზს, რის გამოც ბევრი წყვილი სწორედ დღესასწაულების შემდეგ აღწევს კრიტიკულ ზღვარს და რატომ მიიჩნევენ მკვლევრები, რომ ეს პერიოდი ფსიქოლოგიურად ლოგიკურია:
ემოციები, რომელიც დღესასწაულების დროს გროვდება
სადღესასწაულო პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს უყვარს, ემოციურად ნეიტრალური არასდროს არის. ოჯახური ჰარმონიის, მადლიერების, რომანტიკისა და ერთად დროის გატარების მოლოდინი გარკვეულ ზეწოლას ქმნის. კვლევები აჩვენებს, რომ როცა გულწრფელობა აღიქმება ბალანსის დარღვევად, ადამიანები მიმართავენ „ემოციურ ჩახშობას“, სტრატეგიას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, დროებით შეინარჩუნონ სოციალური ფუნქციონირება. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც არ არის წესრიგში, მაგრამ დუმილს ირჩევს. შედეგად, ბევრი წყვილი ცხოვრობს ემოციური „გაყინვის“ რეჟიმში. ახალი წლის დადგომასთან ერთად კონტექსტი იცვლება და ადამიანები გადადიან ემოციების რეგულირების უფრო გაცნობიერებულ ფორმებზე.
იანვარი ააქტიურებს თვითშეფასებას, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.
ჩვენ ქვეცნობიერად და ხშირად შეგნებულადაც იანვარს აღვიქვამთ როგორც დროით საზღვარს, ერთდროულად დასასრულსა და დასაწყისს. წლის განმავლობაში წყვილები ხშირად ინერციით ცხოვრობენ და დეტალებს არ აანალიზებენ. იანვარი კი ერთ თავს ხურავს და ახალს ხსნის, რაც ურთიერთობების შეფასებას დროის ითვალისწინებს არა ხანგრძლივობას არამედ ხარისხს და იმას, თუ რამდენად სურთ წყვილებს ერთად ცხოვრება გააგრძელონ.
იანვარი ცდის ურთიერთობებს სადღესასწაულო სტრესის შემდეგდაშორების მიზეზი თავად დღესასწაულები კი არაა, არამედ ის, რომ ისინი ნათელს ჰფენს რეალურ პასუხისმგებლობების გადანაწილებას, სტრესზე რეაქციებს და იმას, როგორ უჭერენ პარტნიორები ერთმანეთს მხარს.