1766244815
„გიბიძგებთ, რაღაც არასწორი ჩაიდინოთ...“ - ასტროლოგი ლილიტის მშვილდოსნის ნიშანში გადასვლაზე
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ლილიტის მშვილდოსანში გადასვლაზე საუბრობს:
„20-ში ღამით ლილიტი იცვლის ნიშანს, ტოვებს მორიელს და მთელი 9 თვით მშვილდოსანში გადადის. მაგრამ ძვირფასო მშვილდოსნებო, ნუ მიეცემით პანიკას. ჯერ ეს ერთი ლილიტი ეგრეთ წოდებული ფიქციური წერტილია, ანუ პლანეტა არ არის, საკუთარი სხეული არ გააჩნია და ამიტომ მოვლენებს ვერ ქმნის. ის მხოლოდ გიბიძგებთ, რაღაც არასწორი ჩაიდინოთ. თანაც გამუდმებით კი არა, არამედ მხოლოდ იმ პერიოდებში, როდესაც თქვენს მზეს ან მშვილდოსანში მდგომ თქვენს რომელიმე პლანეტას შეუერთდება. და ეს შეერთებები დაახლოებით 10-12- დღიანია ხოლმე მხოლოდ. თანაც თუ იცი, რა ცდუნებები შე
იძლება წამოვიდეს და როდის, უბრალოდ ფხიზლად ხარ, ფრთხილობ და ლილიტის ანკესზე აღარ ეგები. თქვენს რუკაში ჩახედვის გარეშე მე ზეპირად ვერ გიპასუხებთ, რა დროს გადაუვლის ეს ქალბატონი თქვენს პლანეტებს. წინასწარ გიპასუხებთ - კი. გეხებათ თუ მზე მშვილდში არ გტავთ, მაგრამ მთვარით ხართ მშვილდოსანი, ან მერკურით, ან ვენერათი, მარსით, იუპიტერით და ასე შემდეგ... ასევე გეხებათ ასცენდენტით მშვილდოსნებს, იმათაც ვისაც MC გყავთ აქ, ან დესცენდენტი. ლილიტი თუ გყავთ მშვილდში - მით უმეტეს გეხებათ. კვადრატი, ოპოზიცია, ტრინი, სექსტილი სხვა პლანეტებთან - ეს ლილითან არ მუშაობს. მხოლოდ შეერთება, რაო, საკმარისი არაა? რა გავლენა ექნება? ძალიან პრიმიტიულად თუ ვიტყვით - მზესთან შეერთებისას - ეგოს თემებს წამოსწევს, მთვარესთან - ემოციებს, მერკურისთან - შელაპარაკებები იქნება, ვენერა - ფულში და სიყვარულში ცდუნებები, მარსთან - კონფლიქტები და ასე შემდეგ ბოლომდე რატომ არ ვთვლი?
იმიტომ, რომ ასე ძალიან ზოგადია და უნდა განიხილოს კონკრეტულად რომელ სახლში დგას ეგ თქვენი პლანეტა, რომელთანაც შეერთება მოხდა, და ასევე რომელ სახლს მართავს. შესაძლოა 3 სახლის თემაც იყოს განსახილველი, რადგან მაგალითად მერკურის ტყუპებიც აბარია და ქალწულიც. ზოგადად კი რას მოიტანს. საერთაშორისო დონეზე სრულ იდიოტიზმს, არასწორ გადაწყვეტილებებს, იდეოლოგიურ და რელიგიურ ქაოსს. განათლების სისტემის მრუდე განვითარებას. სკანდალებს რელიგიურ წრეებში. უბრალო საზოგადოებაში კი იმას, რომ თავი ყველას მართალი ჰგონია. იურიდიული საკითხები არასამართლიანად თუ წყდებოდა აქამდე, ახლა კიდევ უფრო გართულდება სიმართლის პოვნა. მოკლედ, ლილიტი არცერთ ნიშანში კარგი არაა. არც მშვილდოსანში დაგვამახსოვრებს თავს კარგად. ბოლოს ის აქ 2017-ში იყო. შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა მოგიტანათ მაშინ , რა გაკვეთილები ჩაგიტარათ და რა გაქვთ ახლა გასათვალისწინებელი.
ისე, ზოგი ამბობს ხოლმე, რომ ლილიტის დაბრუნება შესანიშნავად გაიარა და წარმატებებიც კი ჰქონდა.. სამწუხაროდ, ასეთ დროს საფიქრალია, რომ შავმა მთვარემ თავისი შავი გზებით გატარათ და აღარ დაგსაჯათ, როგორც ერთგული თანამზრახველი. მოკლედ, ძალიან ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, რა არჩევანს გავაკეთებთ და რომელ მხარეს დავდგებით - სინათლის თუ სიბნელის. ისე, რა სიმბოლურია არა, მაინცდამაინც მზებუდობას რომ დაემთხვა ეს გადასვლა - დღეს როდესაც მზის სინათლე ყველაზე ხანმოკლეა, ბნელი ღამე კი ყველაზე გრძელი“, - წერს ხათუნა ნოელი.












