„გაუფრთხილდით თქვენს გულს...“ - რას ამბობს ასტროლოგი 21 სექტემბრის მზის დაბნელებაზე

მზის დაბნელება

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 21 სექტემბრის მზის დაბნელებაზე საუბრობს:

„დღეს 21 სექტემბერს მზის დაბნელებაა...

გაუფრთხილდით თქვენს თავს...

გაუფრთხილდით თქვენს გულს...

" მახსოვს, ერთხელ პუებლოს ინდიელების ბელადთან ვსაუბრობდი, მას ერქვა ოჰვიაი ბიანო, რაც ნიშნავს " მთის ტბას".

მან გამანდო თავის წარმოდგენები თეთრკანიან ადამიანზე, თქვა, რომ ის მუდამ მღელვარებაშია, მუდამ ნერვიულობს, მუდამ რაღაცას ეძებს და ამის შედეგად მისი სახე ნაოჭებით იფარება, ნაოჭებით, რომელიც მან მარადიული მოუსვენრობის ნიშნად მიიღო.

ოჰვიანო ბიანოს აზრით, თეთრკანიანები - შეშლილი ადამიანები არიან, რადგამ ისინი ამტკიცებენ, რომ ფიქრობენ თავით, ასე კი, მხოლოდ შეშლილები იქცევიან. ბელადის ამ განაცხადმა იმდენად გამაკვირვა, რომ ვკითხე, ის რითი ფიქრობდა. მან მიპასუხა, რომ რათქმაუნდა ფიქრობდა გულით.

ასე ფიქრობდნემ ძველი ბერძნებიც, ხოლო იაპონელები თვლიან, რომ ადამიანის ცენტრი მზის წნულია“,- წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი.