„ვიდეო ოპერაციამდეა გადაღებული... იქ საკუთარი ფეხით მივიდა...“ - 35 წლის ნინი მუჯირს ემშვიდობებიან
1782290488
ასტროლოგებმა ზაფხულის ბოლომდე ფინანსური იღბლის ალბათობის მიხედვით ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი შეადგინეს. ზოგიერთისთვის ეს პერიოდი მშვიდად ჩაივლის, ზოგს კი შესაძლოა, მოულოდნელი მოგება, სარფიანი შეთავაზება ან სასიამოვნო ფულადი ბონუსი შეხვდეს.
მე-12 ადგილი - სასწორი
ზაფხულის ბოლომდე სასწორები დიდ ფინანსურ სიურპრიზებს, სავარაუდოდ, არ უნდა ელოდონ. ფულადი შემოსავალი სტაბილური იქნება, თუმცა - მკვეთრი ნახტომების გარეშე. მათ მთავარ მიღწევად ზედმეტი ხარჯებისგან თავის არიდების უნარი იქცევა.
მე-11 ადგილი - მშვილდოსანი
მშვილდოსნებმა შესაძლოა, მცირე ბონუსი ან სასიამოვნო საჩუქარი მიიღონ, თუმცა ვარსკვლავები მათ სერიოზულ ფინანსურ გარღვევას ჯერჯერობით არ ჰპირდებიან. უმჯობესია, ყურადღება იმ ახალ იდეებზე გაამახვილონ, რომლებიც მოგებას ცოტა მოგვიანებით მოიტანს.
მე-10 ადგილი - მერწყული
მერწყულებს მოულოდნელი შესაძლებლობების მხრივ გაუმართლებთ, თუმცა ყველა მათგანს ფულადი სარგებელი არ მოჰყვება. ზაფხულის მიწურულს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შემთხვევაში, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაჩნდება.
მე-9 ადგილი - ვერძი
ვერძებმა, საკუთარი აქტიურობისა და შეუპოვრობის წყალობით, შესაძლოა, დამატებითი შემოსავალი მიიღონ. მსხვილი თანხები "ციდან", სავარაუდოდ, არ ჩამოცვივდება, თუმცა ბიუჯეტის სასიამოვნო შევსება სავსებით შესაძლებელია.
მე-8 ადგილი - თევზები
თევზები იმ შემოთავაზებებს უნდა დაუკვირდნენ, რომლებიც თავიდან მაინცდამაინც პერსპექტიულად არ მოეჩვენებათ. უახლოეს კვირებში მოულოდნელი მოგების წყაროდ სწორედ ისინი შეიძლება, იქცნენ.
მე-7 ადგილი - ქალწული
ქალწულები იმ სამუშაოსთვის მიიღებენ ჯილდოს, რომელიც მანამდე შეასრულეს. ზაფხულის ბოლომდე მოსალოდნელია პრემია, ძველი ვალის დაბრუნება ან სხვა ფინანსური ბონუსი, რომლის იმედიც მათ თითქმის გადაწურული ჰქონდათ.
მე-6 ადგილი - ლომი
ლომები შესაძლოა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ. იღბლიან ნაცნობობას ან საინტერესო შემოთავაზებას დამატებითი ფულის მოტანა და ფულის გამომუშავების პერსპექტიული მიმართულების გახსნა შეუძლია.
მე-5 ადგილი - ტყუპები
ტყუპებისთვის ფინანსური წარმატება ახალ კონტაქტებსა და მოულოდნელ შეთანხმებებს დაუკავშირდება. ზაფხულის მიწურულს მოგება ისეთი წყაროდანაა მოსალოდნელი, რომელზეც მათ ფიქრიც კი არ შეეძლოთ.
მე-4 ადგილი - მორიელი
მორიელებს ძველი პროექტებისა თუ დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების წყალობით ფულის მიღების მაღალი შანსი აქვთ. ის, რაც დიდხანს არანაირ შედეგს არ იძლეოდა, ბოლოს და ბოლოს, საგრძნობი მოგების მოტანას დაიწყებს...ვრცლად