ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1758918909
სიზმარი — ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმომადგენებისა, რაც ძირითადად უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა (ძილში სიზმრის შინაარსს სუბიექტი რეალობად განიცდის).
ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაასში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. ამაზეა დამყარებული სიზმრის ექსპერიმენტული გამოწვევა სუსტი ოპტიკური, აკუსტიკური ან შეხებითი გამღიზიანებლებით, ფანტაზიის გამოვლენის ტოპირი ფორმები განსაკუთრებით ფართოდ ვლინდება გაბმულშინაარსიან სიზმარში, ზოგჯერ კი ალეგორიული მნიშვნელობის წარმოდგენათა სახითაც.
თეთრ კატაზე სიზმრის ნახვა – ჰასეს მიხედვით
სიზმარში თეთრი კატის ნახვა მიგანიშნებთ, რომ რეალობაში დიდი მოტყუება გელით. ვიღაც ცდილობს ძალიან დააზიანოს თქვენი რეპუტაცია, რასაც მოახერხებს კიდეც და გარემოცვის დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ძალიან გაფუჭდება. თუ სიზმარში კატა სხვადასხვა სახის აგრესიულ ქმედებებს სჩადის (ცდილობს დაგკაწროთ, გიკბინოთ ან ჭყავის), რეალობაში, საგულდაგულოდ დაგეგმილი საკითხები ჩაგეშლებათ. ამიტომ, უმჯობესია, ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ საქმეები გადადოთ უკეთესი დროისთვის, რომ უშედეგოდ არ გაისარჯოთ. თუ სიზმარში ბევრ თეთრ კატას ნახავთ – ეს ნიშნავს, რომ მალე, ახლობელი ადამიანი გიღალატებთ და უღირს საქციელს ჩაიდენს თქვენს წინაშე. თუ კატამ გიკბინათ, ძალიან ფრთხილად იყავით, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ საახლობლო წრეში არსებობს ადამიანი, რომელსაც თქვენი ძალიან შურს და უნდა რომ გავნოთ. ამის განსახორციელებლად, ის თქვენზე საშინელ ჭორებს ავრცელებს... ვრცლად