„ეს უბრალოდ სათამაშო არ არის, საშიშია!“ - ეზოტერიკოსის გაფრთხილება ყველაზე ტრენდულ სათამაშოზე

ლაბუბუ

ელფის მსგავსი ფუმფულა არსება, მახვილი კბილებითა და დიდი თვალებით - ლაბუბუ (Labubu) ნიშური ილუსტრირებული წიგნის გმირიდან პოპკულტურის გლობალურ ობსესიად იქცა და მილიონობით სტატია თუ Tiktok ვიდეო მიეძღვნა. პეკინიდან ლოს-ანჯელესამდე აღარ დარჩა სათამაშოების მაღაზია, სადაც “ლაბუბუ” ერთხელ მაინც არ მოუკითხავთ. თუმცა თავად ლაბუბუ არა უბრალოდ სათამაშო, არამედ სერიოზული ღირებულების მქონე ვალუტაა.

სიურპრიზ-ყუთების გახსნა სოციალურ ქსელებში ყურებად კონტენტად იქცა. დღეს Tiktok-ზე #Labubu-ს "ჰაშთაგის" ქვეშ მილიონზე მეტი ვიდეო დევს. სათამაშოს პოპულარობას ხელს უწყობს ისიც, რომ ცნობილი ადამიანებიც აქტიურად საუბრობენ ლაბუბუზე - პერსონაჟით თავის მოწონების განსაკუთრებულად პოპულარული გზა მისი ძვირად ღირებულ ჩანთებზე განთავსებაა. ამით ლაბუბუ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, რომელიც მფლობელის სტატუსსა და მოდის იერარქიაში მის ადგილზე უსვამს ხაზს.

თუმცა, ეზოტერიკოსი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ამ ნივთის შეძენისგან თავი შეიკავოს.

ვრცლად ↓

 

@magic_david_

 

♬ оригинальный звук - 【D】【A】【V】【I】【D】

@magic_david_

 

♬ оригинальный звук - 【D】【A】【V】【I】【D】