2027 წლიდან ხელფასები იზრდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1793994413
ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას.
გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი.
10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია ჩვენი სახლიდან:
დაზიანებული სარკე – იწვევს ბედის ცვლილებას.
სხვისი ნივთები – ნუ შეინახავთ სახლში ნივთებს, რომლებიც აღარ გჭირდებათ ან სხვისგან გაქვთ დატოვებული. გაათავისუფლეთ სივრცე ზედმეტი ნივთებისგან. ეს უბედურების და პრობლემების მომტანია.
ცარიელი ბოთლები – ცარიელი ბოთლები ბარაქის შემცირებასა და სიღარიბეს უკავშირდება.
გაჩერებული ან გატეხილი საათი
ძველი და დაზიანებული ფეხსაცმელი – დაკეტილ გზებსა და დაბრკოლებებს განასახიერებს.
გამხმარი ყვავილები – მოაშორეთ გამხმარი ყვავილები და სახლში ახალი სიცოცხლისა და სიხალისის ადგილი დატოვეთ.
გატეხილი ნივთები – იწვევს სახლში ენერგეტიკულ დისბალანსს
ძველი და გამოუყენებელი ნივთები – რაც აღარ გჭირდებათ, გაუშვით. ნუ დატოვებთ წარსულის ზედმეტ ტვირთს თქვენს სივრცეში.
გატეხილი ჭიქები და თეფშები – მოიშორეთ დაზიანებული ჭურჭელი, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები. ეს ქაოსის მომტანია.
გადასაყრელი ნივთები – ეს იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას.
გახსოვდეთ: სახლი ჩვენი სიმშვიდის, სიყვარულისა და ბედნიერების ადგილია. გაუფრთხილდით თქვენს სივრცეს, მოიშორეთ ზედმეტი ნივთები და შემოუშვით სახლში ახალი ენერგია, სიხარული, სიყვარული და ბარაქა! - ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან“.