ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში გამართულ კონცერტზე კომენტარს აკეთებს
1753639980
ჯადოს პრაქტიკა, როგორც სიმბოლური, კულტურულ-რიტუალური და მენტალური ქმედება, ხშირად ეფუძნებოდა ცხოველურ ნაწილებს, რომლებსაც განსაკუთრებული ენერგეტიკული და მაგიური თვისებები მიეწერებოდა. ერთ-ერთი ყველაზე იშვიათად განხილული, თუმცა გავრცელებული ელემენტია ვირის ტვინი, რომელსაც რამდენიმე რეგიონში მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სხვადასხვა მაგიურ რიტუალში.
ვირის ტვინის გამოყენების მაგალითები ფიქსირდება სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში — კერძოდ, ალბანურ, ბალკანურ და ქართულ რეგიონულ ფოლკლორში, სადაც იგი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა როგორც ფსიქოლოგიური ან ზიანის მომტანი მაგიის კომპონენტი. ბოშური მაგიური პრაქტიკები აღწერენ ვირის ტვინის ფხვნილის გამოყენებას ე.წ. "გონების დაბინდვის" ან "საკუთარი ნების დაკარგვის" რიტუალებში. ანალოგიური პრაქტიკა აღწერილია კოსოვოს რეგიონის ჯადოსნურ გადმოცემებშიც.
სიმბოლიზმი და კულტურული ინტერპრეტაცია
ვირი — ცხოველი, რომელსაც ხშირად მიაწერდნენ სიჯიუტეს, სიმშვიდესა და "დაბალ ინტელექტს", ამავე დროს ფიგურირებს სხვადასხვა კულტურაში როგორც გამძლეობისა და სულიერი სისუფთავის სიმბოლო. მის ტვინს, ჯადოს თვალსაზრისით, მიენიჭა სიმბოლური ფუნქცია, რომელსაც შეეძლო გონების განათება ან პირიქით — გონების დაბინდვა და მასზე კონტროლის შესაძლებლობა.
რას გულისხმობს ე.წ. წითელი მაგია და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე, თემაზე ეზოთერიკოსი მაია ყუფარაძე საუბრობს:
სიყვარულთან დაკავშირებული არსებობს წითელი მაგია, რომელსაც ძალიან ბევრ ადამიანში ვაწყდები. წითელი მაგია სასიყვარულო მაგია, იგივე ჯადოა. წითელი მაგია სასიკვდილო არ არის. ეს დაზომბება, ადამიანის დაბრმავება, მოდუნებაა. თქვენ უყვარხართ, მაგრამ უცებ სხვა შეუყვარდება იმიტომ, რომ ძალები ამისკენ მიმართეს. შავ მაგიაში სასიკვდილო ქმედებები იგულისხმება.
ჩემთვის, ორივე მაგია გამორიცხულია. დაზარალებულებს ყველა შემთხვევაში ვეხმარები. ყოველდღე მაქვს ამის მაგალითები. ძალიან ვთხოვ ადამიანებს, დედებსაც, ცოლებსაც, ქმრებსაც, ვიცი, რომ ეს "შავ ხალხთან" ხშირად იყიდება, ვირის ტვინს არ მიმართონ. ეს არის ერთადერთი, რასაც ვერ ვეხმარებით. ვირის ტვინს ძლიერი სინთეზი გააჩნია. მაგალითად, თუ მამაკაცს საყვარელი ჰყავს და ცოლი ვირის ტვინს გამოიყენებს იმ მიზნით, რომ საყვარელს ჩამოაშოროს, მან არ იცის, რომ ამ შემთხვევაში ცოლსაც დაკარგავს.
ვირის ტვინის შესახებ ინფორმაცია მითი არ არის. ყველა ვირის ტვინი კი არ გამოიყენება - დედალი ვირის ტვინს იყენებენ. ერთი პერიოდი "შავებმა" წყნეთშიც, კახეთშიც ვირები გაწყვიტეს. წარმოიდგინეთ, რა ლამაზი ცხოველია, მშრომელი, საყვარელი, მაგრამ უტვინოა. ტვინის სინთეზი აქვს ისეთი, რომ არ იწვრთნება. მას საკვებში ურევენ. სინთეზი პირდაპირ ტვინში იჭრება. ადამიანის ტვინის ხნულებს გადაეგლისება და "დებილდება", "ვირდება". ძირითადად, საცოდავ მამაკაცებს უკეთებენ.
კრიჭა ეკვრებათ - მე მინახავს ასეთი ადამიანები, ძლივს ლაპარაკობენ. ამას ვერავინ შველის. ვირის ტვინი მოხვდება ორგანიზმში და ჩათვალეთ, რომ ადამიანი სამუდამოდ მოწამლულია. ასეთი ბევრი მყავს ნანახი...“,- ამბობს მაია ყუფარაძე.