სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
შემოდგომის დადგომასთან ერთად, მოღრუბლული ამინდი და ნაცრისფერი დღეები არა მხოლოდ ფანჯრებიდან ჩანს, არამედ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლისათვის ეს შინაგან მდგომარეობასაც ასახავს. სექტემბრის დასაწყისში რეტროგრადული ურანის გავლენის გამო, ზოგიერთი ადამიანი შინაგან კრიზისს განიცდის, უამრავი სხვადასხვა შეკითხვა აქვს და ცდილობს, გარკვეული საკითხები გადაჭრას.
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის შემოდგომა ემოციურად შედარებით რთული ეტაპი იქნება:
ტყუპები
შემოდგომაზე ტყუპები საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის ძიებით იქნებიან დაკავებულნი. მოგეჩვენებათ, რომ სტაბილურ და უკვე შეჩვეულ მდგომარეობაში ამდენი ხნის განმავლობაში დარჩენა უბრალოდ მიუღებელია, რაც ნიშნავს, რომ დროა, შეცვალოთ სამსახური, ვარცხნილობა, მეგობრები და პარტნიორიც კი. გადაფასების ეტაპი გექნებათ, რაც შინაგან დაძაბულობასა და შფოთვას გამოიწვევს, რადგანაც შესაძლოა, სამომავლო გეგმები ნათლად ვეღარ დაინახოთ.
განმარტოებულ ადგილას დასვენება და ნამდვილ სურვილებზე კონცენტრირება არის ის, რაც ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. თუ გსურთ შინაგანი კონფლიქტი თავიდან აირიდოთ, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და შეცდომები თავიდან აირიდოთ, ხშირად განიტვირთეთ, დრო საყვარელ საქმიანობას დაუთმეთ და მოტივაცია კვლავ დაგიბრუნდებათ.
ქალწული
შემოდგომაზე ემოციური არასტაბილურობა ხშირად შეგაწუხებთ. ახლა ზედაპირზე ამოვა ყველა ის ურთიერთობა, საქმიანი კავშირი, მიმართულება, რაც დიდი ხანია, მოგბეზრდათ, რასაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს და არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო ხართ. მომდევნო თვეების განმავლობაში გექნებათ შანსი, საკუთარ შეცდომებზე იმუშაოთ და გამოასწოროთ ის, რაც არ მოგწონთ. ქალწულები საბოლოოდ მიხვდებიან, რომ ოჯახში მუდმივი გაუგებრობები და მცირე უთანხმოებები გადაუჭრელი პრობლემების შედეგია.
თუ ამ პერიოდის განმავლობაში, შეძლებთ, რომ საკუთარი მიდგომები შეცვალოთ, გარკვეულ კომპრომისებზე წახვიდეთ, წარსულის შეცდომები გაითვალისწინოთ და სიახლეებისთვის მზად იყოთ, კრიზისულ მომენტებს წარმატებით დაძლევთ.
მორიელი
შემოდგომის დადგომასთან ერთად, მორიელები ნამდვილი ემოციური ქარიშხლის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, რაც ბევრი სხვადასხვა იდეის განხორციელებასთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა, გქონდეთ განცდა, რომ ჩიხში ხართ, ყველა საქმემ ერთად მოიყარა თავი და კონცენტრირება გაგიჭირდეთ. მორიელებს შემოდგომაზე სამყაროსგან რამდენიმე სერიოზული გამოცდის გავლა მართლაც მოუწევთ, მაგრამ საბოლოოდ ისინი ჯილდოს ცოტა ხნის წინ დახურული კარის გასაღების სახით მიიღებენ.
ვარსკვლავები დარწმუნებულები არიან, რომ დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე მცირე დაბრკოლებები არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ დანებდეთ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდეთ, რადგან წარუმატებლობის გრძნობა მხოლოდ ილუზია აღმოჩნდება...ვრცლად