სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ჩემი და პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო, - ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცქიტიშვილი ამბობს, აღნიშნულის მიზეზი არის ფუნდამენტური განსხვავება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.
„მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემი და პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო. (პარტიას ოფიციალურად ვერ დავტოვებ, რადგანაც ფორმალურად წევრი არ ვყოფილვარ). მიზეზი არის არა უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე, არამედ ფუნდამენტური განსხვავება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.
4 ოქტომბრის არჩევნები ჩემთვის არ და ვერ იქნება ტაქტიკური, ეტაპობრივი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინსტიტუციური დემოკრატიული ბრძოლის მხარდამჭერი ვარ. არსებულ ვითარებაში, ასეთი ფორმით და დინამიკით არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნებას.
რამდენჯერმე საჯაროდ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: არჩევნებში მონაწილეობას აზრი ექნებოდა მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში, უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლაში რეჟიმის დამარცხების თუნდაც მცირე შანსით.
სამწუხაროდ, დღეს არსებული პოლიტიკური ძალების ფრაგმენტაცია ყველაზე არახელსაყრელი გზა არის საზოგადოების პროტესტის მხარდასაჭერად და რეჟიმის დასამარცხებლად.
მინდა, მჯეროდეს, რომ რომელიმე გზა მაინც მოიტანს შედეგს, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 5 ოქტომბერს შესაძლოა, დადგეს უკვე განსხვავებული რეალობა და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“, – წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.