დღეს  ვარდისფერი სავსე მთვარეა - რა (არ) უნდა გავაკეთოთ ამ დღეს

მთვარე

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ვარდისფერი სავსე მთვარე ადამიანების ხასიათზე, ცხოვრების სტილზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ამიტომაც, ეს პერიოდი ბევრი ჩვენგანისთვის საყურადღებოა. 13 აპრილს სასწორის ნიშანში სავსე მთვარეა.

სავსე მთვარის პერიოდი ყოველთვის მომატებული შფოთვითა და ენერგიით ხასიათდება. შესაძლოა, უძილობამ შეგაწუხოთ. მომატებულ ემოციურობას გრძნობდეთ, კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირება გაგიჭირდეთ.

თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორც ასტროლოგები ამბობენ, დიპლომატი ნიშნის, სასწორის გავლენა ეფექტს შედარებით შეასუსტებს.

რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს: 

არც ერთ შემთხვევაში არ ჩაერთოთ კამათსა და კონფლიქტურ სიტუაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საყვარელ ადამიანებს, საქმიან პარტნიორებს განსაკუთრებით აწყენინოთ და არასასურველი შედეგი მიიღოთ. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკითხები მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტოთ.

ნუ მიიღებთ რადიკალურ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს. მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, არასწორი მიმართულება აირჩიოთ.

ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს! კიდევ ერთხელ - შესაძლოა, მომატებულმა ემოციურმა ფონმა მოვლენების ობიექტურად შეფასება გაართულოს.

შესანიშნავი დღეა საქმეების დასასრულებლად, მოსაწესრიგებლად, ასევე, ადამიანებთან ურთიერთობის საბოლოოდ გასარკვევად.

დრო მედიტაციას, სულიერ განვითარებას, საყვარელი საქმეების გაკეთებას დაუთმეთ. ეს დიდ მოტივაციას მოგცემთ და დაგეხმარებათ, რომ არასასიამოვნო ფიქრები და განწყობა თავიდან აირიდოთ.