1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
2024 წლის 18 სექტემბერს დაბნელების დერეფანი მთვარის დაბნელებით დაიწყო და 2 ოქტომბერს მზის დაბნელებით დასრულდა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2 ოქტომბერი მნიშვნელოვანი ციკლის დასასრულია და თითოეულ ადამიანს აქვს შანსი, წარსულის გამოცდილებიდან რაღაცები ისწავლოს და გადააფასოს.
დღეს ახალი მთვარეცაა. ამიტომაც, ითვლება, რომ ეს დღე ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია.
როგორ იმოქმედებს 2 ოქტომბრის ახალი მთვარე და მზის დაბნელება ადამიანებზე - გთავაზობთ ასტროლოგ ქეთი ოდიშელის ვრცელ მასალას აღნიშნულ თემაზე:
- ზოგადად, დაბნელების ფონი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, პროგნოზი დამოკიდებულია ინდივიდის რუკაზე, შეიძლება იყოს მომგებიანი, სასიკეთო ან პირიქითაც, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ასტრონომიული პროცესების შედეგად, არასასურველი ფაქტორები აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე, ამიტომ მსგავს პერიოდებში სასურველია თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, სამედიცინო, ქირურგიული ან ინვაზიური მანიპულაციებისგან და მშვიდ, ჩვენთვის ჰარმონიულ გარემოში გავატაროთ მეტი დრო.
მზის დაბნელების გავლენამ, მთვარის დაბნელებისგან განსხვავებით, რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდეც შეიძლება გასტანოს.
ახლა ვისაუბროთ კონკრეტულად 2 ოქტომბრის დაბნელების პროცესზე, იმაზე, თუ რა პერსპექტივებზე საუბრობენ ვარსკვლავები. (ვარსკვლავებით არ ვწინასწარმეტყველებთ, არ ვმკითხაობთ, ვარსკვლავებით ვკითხულობთ გარკვეულ ინფორმაციას, ისევე როგორც სინოპტიკოსები იღებენ გარკვეული ხელსაწყოებით ინფორმაციას მომავალ პროგნოზებზე და ისევე, როგორც ვთქვათ საფონდო ბირჟებზე მოსალოდნელ ცვლილებებზე აკეთებენ პროგნოზს.)
მზის დაბნელება, როგორც წესი, ემთხვევა ხოლმე ახალმთვარეობას, ამჯერად, ეს ახალმთვარეობა სასწორის ზოდიაქოს ნიშანშია, ანუ სიმბოლურად მიმდინარე ფონის შეფასებას ვახდენთ სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ხასიათით, მისი მმართველით - ვენერას ბუნებით, პოზიციითა და სხვა პლანეტებთან ურთიერთქმედებით. ეს დაბნელება 2006-2007 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაბნელების მსგავსია, შესაბამისად, გადაავლეთ თვალი თქვენს ცხოვრებას იმ პერიოდში, რა ხდებოდა, რა ამოცანების წინაშე იყავით? შესაძლოა მინიშნებები მიიღოთ პერსპექტივებზე.
დავახასიათოთ სასწორის ნიშანი და ასევე, მისი მმართველი პლანეტა.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის სახასიათოა: სამართლიანობა, დიპლომატია, ესთეტიზმი, პარტნიორობის თემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის, სასწორი ანალიტიკული აზროვნებით გამოირჩევა, ძალიან მგრძნობიარეა, თუმცა მერყევიც, სხვების აზრს ხშირად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მანიპულატორია.
პლანეტა ვენერა, ზოგადად, ჩვენს ფასეულობებზე, გემოვნებაზეა პასუხისმგებელი, ის ასევე ქორწინების საკითხებში ერევა, ჩვენს სურვილებზე, მიზნებზეა, სასიყვარულო თავგადასავლებზე პარტნიორობაზე და კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი.
ამ საკითხების შეჯერებით თვისობრივად, როგორც ინდივიდის, ისე გლობალურ დონეზე შეიძლება მეტად გამოვლინდეს ეს ხასიათი.
მზის დაბნელება სასწორის ნიშნის 11-ე გრადუსზე გვაქვს, ჩვენი დროით დაახლოებით 22:45 საათზე იწყება ვენერა მორიელის ზოდიაქოს ნიშანშია.
ნებისმიერი მოლაპარაკებები, ადრე დადებული ზავი შეიძლება, რომელიმე მხარემ დაარღვიოს ან შუამავალმა ცუდი როლი შეასრულოს.
პრიორიტეტი ახლა ერთმანეთის მოფრთხილებაა, ეცადეთ რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავოთ, თუმცა დიდხანს ნაფიქრი, წლების განმავლობაში გაჭიანურებული თემები, უმჯობესია, ახლა დაასრულოთ. ეს ეხება ნებისმიერ სფეროს, როგორც ოჯახსა და სასიყვარულო კავშირებს, ასევე სამეგობრო, საქმიან, ფინანსურ, საბრძოლო ვითარებასაც კი. თუ გავითვალისწინებთ ვენერას მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, (რაც ზოგიერთი მოყვარული ასტროლოგისთვის შიშის მიზეზი გახდა) შეგახსენებთ, რომ იმ ნიშნებში სადაც პლანეტა თავს სუსტად გრძნობს, პრობლემების ალბათობა გაცილებით დიდია. ამიტომ უსიამოვნებებიც შეიძლება მეტი იყოს
ვარსკვლავური რჩევები დაბნელების დერეფნისთვის:
იდეალური პერიოდია წმენდისთვის დაბნელებების დროს აშკარავდება ის პრობლემები და ხარვეზები, რომლებიც ხელს გვიშლის განვითარებაში, ყურადღება მიაქციეთ რა სფეროში აირია (ან ირევა) ბოლო პერიოდში სიტუაციები, სწორედ აქ იქნება სამუშაო.
(წმენდა როგორც ფიზიკურ დონეზე ასევე ენერგეტიკული, იქნება ეს სახლის, ორგანიზმის, გარემოსი, კონტაქტების. )
აქვე შეგახსენებთ, რომ დიდი ნეგატიური პროგრამებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა პროფესიონალის დახმარება.
დაასრულეთ დასასრულებელი! თავი შეიკავეთ შორი მგზავრობებისა და გადაადგილებისგან (თუ დერეფნის შუალედში არა, კონკრეტულად დაბნელების დღეებში მაინც) ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ ექსტრემს (მოტეხილობების ალბათობა იმატებს).
სასურველია მიიღოთ პროფილაქტიკური ზომები გულ-სისხლძარღვთა სისტემისა პრობლემების, ნევროზების, დეპრესიის მქონე პაციენტებმა.
ეფექტურია ჯანმრთელობის ქრონიკული (ასევე გაჭიანურებული) პრობლემების მკურნალობის დაწყება.
ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია დერეფნის გავლის შემდეგ დაგეგმოთ.
ნუ მიიღებთ ნაჩქარევ, სპონტანურ გადაწყვეტილებებს (განსაკუთრებით) პირად ურთიერთობებში.
ნუ იქნებით კრიტიკული, სარკასტული, ეცადეთ პირიქით, გააუმჯობესოთ გარშემომყოფთა განწყობა.
ნუ ჩაერთვებით კონფლიქტებში;
მეტად დაისვენეთ;
მოერიდეთ მალფუჭებად პროდუქტებს.