„დღეს ღამის 12 საათამდე გადაყარეთ ეს ნივთები“ - ასტროლოგის რჩევა

ნაგავში

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვთავაზობს ეფექტურ ტექნიკას, რომელიც დაგეხმარებათ უსარგებლო ნივთებისა და ემოციური ბარიერებისგან გათავისუფლებაში.

„დღეს 27 რიცხვია, ტრადიციულად ამ რიცხვში საინტერესო და ეფექტური ტექნიკები კეთდება.

დაიწყეთ თქვენი სივრცის ლაგება, დაასუფთავეთ სახლი, შეაგროვეთ 27 უსარგებლო, გატეხილი, დაზიანებული ნივთი, რომელსაც შესაძლოა აქამდე გადასაგდებად ვერ იმეტებდით.

ჩამოწერეთ 27 პრობლემა, საკითხი რომლისგანაც გინდათ გათავისუფლდეთ, შეუსაბამეთ თითოეულ ნივთს თითო პრობლემა.

კარგად კონცენტრირდით, მადლობა მოუხადეთ თითოეულ ნივთს, სთხოვეთ თქვენი ცხოვრებიდან თითოეული პრობლემის წაღება.

ღამის 12 საათამდე კი გადაყარეთ ეს ნივთები. შემდეგ მიიღეთ შხაპი წარმატებებს გისურვებთ“, - წერს ქეთი ოდიშელი.