წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768759702
მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გვიზიარებს რიტუალს, რომელიც ფინანსური წარმატების მოსაზიდად ხვალ უნდა შევასრულოთ
„შეხსენება ახალმთვარეობაზე — 18 იანვარი, კვირა!!! ახალი მონაწილეებისთვის: აიღეთ სუფთა დაფნის ფოთოლი — ცარიელი ან წარმოდგენილი რუნული სკრიპტით ფინანსური სწრაფი ზრდისთვის (შესაძლებლობები, შანსები და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება — ფულის მოძრაობის ენერგია). რუნები Dagaz და Fehu ჩადეთ საფულეში და შეინახეთ მომდევნო ახალმთვარეობამდე.
თუ საფულეს არ იყენებთ — დატოვეთ დაფნის ფოთოლი ფანჯრის რაფაზე (ისევ და ისევ — მომდევნო ახალმთვარეობამდე). ვინც უკვე მუშაობს ამ პრაქტიკით: კვირას ვწვავთ ძველ დაფნის ფოთოლს, ფერფლი სასურველია ქარს გაატანოთ — დაე, კეთილდღეობა მოიტანოს. ახალ დაფნის ფოთოლს კი მხოლოდ ორშაბათს ვდებთ“, – წერს თამარ იოსელიანი.