1777927983
„აიღეთ ჭიქა წყალი და ჩაყარეთ მასში ყვავილის ფურცლები, დადგით მთვარის შუქზე...“ - სავსემთვარეობის რიტუალი
სავსემთვარეობის რიტუალი: „ყვავილობის ვენერას თასი“
რადგან პარასკევია და სავსე მთვარე მორიელში, გირჩევთ:
აიღეთ ჭიქა წყალი და ჩაყარეთ მასში ყვავილის ფურცლები. დადგით ის მთვარის შუქზე (ან ფანჯარასთან). თქვით: „ვენერას დღეს, სავსე მთვარის შუქზე, ჩემი გული ყვავილობს. ვიზიდავ სიყვარულს, როგორც ყვავილი ფუტკარს, ვიზიდავ ბარაქას, როგორც მიწა წვიმას. მე ვარ სავსე და ჰარმონიული!“. დილით ამ წყლით პირი დაიბანეთ.
• რატომ მუშაობს: პარასკევი ვენერას დღეა, მორიელი კი მართავს ტრანსფორმაციას. "ყვავილობის მთვარე" აძლიერებს ზრდისა და სილამაზის ენერგიას, რაც გეხმარებათ იყოთ მაგნიტური და წარმატებული.
თავგადასავლებით სავსე პარასკევს გისურვებთ!
დაე, ძალა იყოს ჩვენთან!










