7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

დადგა დრო გეგმების შედგენას თავი დაანებოთ და დაიწყოთ ცხოვრებაში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. მოქმედების დროა, აიღეთ ინიციატივა, გახსოვდეთ, ყველა გზა პირველი ნაბიჯით იწყება.

კურო

შესაძლოა, აუცილებელი გახდეს, დღე შეცდომების გამოსწორებას მიუძღვნათ, იქნება ეს საყოფაცხოვრებო საკითხები, სამსახურებრივი ურთიერთობები, თუ უფრო გლობალური რამ, გარდა იმისა, რომ სიმძიმეს მოიცილებთ მხრებიდან, ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდება.

ტყუპები

ნუ იქნებით ძალიან კატეგორიული პარტნიორთა და გარშემომყოფთა მიმართ და ნუ შეეცდებით სამართლიანობის სახელით ყველას დაუპირისპირდეთ, შეეცადეთ, გონივრულად და მშვიდად მოაგვაროთ გაუგებრობები.

კირჩხიბი

ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, წარმატებას მიაღწევთ მხოლოდ გულწრფელობით და პირდაპირი გზებით. მკაფიოდ და გაბედულად განაცხადეთ თქვენი მიზანი და დარწმუნებული იყავით, რომ ყველა კარს გააღებთ.

ლომი

იმისათვის, რომ ყველაფერი მოასწროთ, საჭიროა, სწორად დაალაგოთ პრიორიტეტები და თანმიმდევრულად შეუდგეთ განხორციელებას. რამდენიმე საქმესთან ერთდროულად გამკლავება შეიძლება ვერ შეძლოთ, მხოლოდ გადაიღლებით და დროს ფუჭად დაკარგავთ.

ქალწული

შესაძლოა, თქვენმა გაუაზრებელმა ნათქვამმა ვინმე გაანაწყენოს. კარგად დაფიქრდით და ემოციების გარეშე ჩამოაყალიბეთ სათქმელი, რათა შემთხვევით არ გათქვათ სხვისი საიდუმლო. გააკონტროლეთ ემოციები.

სასწორი

იყავით ფრთხილი ურთიერთობებში და თავი შეიკავეთ ახლობლებთან, მტკივნეულ თემებზე ლაპარაკისგან. ახლა კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის.

მორიელი

მოერიდეთ კონფლიქტურ და ნეგატიურ ადამიანებს, მოუფრთხილდით თქვენს ენერგეტიკას, ენერგოტონუსი დაქვეითებულია და მარტივად გამოიფიტებით. უსიამოვნო სიტუაციას მოშორდით.

მშვილდოსანი

სასურველია, თავი შეიკავოთ სპონტანურობისგან და იმოქმედოთ მხოლოდ კარგად მოფიქრებული გეგმით. გაბედული ნაბიჯები და გონივრული მოქმედება წარმატებას მოგიტანთ.

თხის რქა

თავი შეიკავეთ უხეში გამონათქვამებისგან. სასურველია, მოჭარბებული ენერგია სასიკეთო საქმეს მოახმაროთ, ნუ ატკენთ გულს ახლობლებს კრიტიკული შენიშვნებით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენსავით არ ფიქრობენ.

მერწყული

დღეს, კარგ სამსახურს გაგიწევთ იუმორის გრძნობა. ასე თავიდან აიცილებთ განხეთქილებას და უსიამოვნო სიტუაციებს.

თევზები

დიდია კამათისა და დაპირისპირების ალბათობა, როგორც უნდა შეეცადოთ, დღეს გაგიჭირდებათ გამარჯვების მოპოვება. დაელოდეთ უკეთეს პერიოდს.